ფსალმუნები 6:1—10

  • ღვთისთვის წყალობის თხოვნა.

    • მკვდარი ვერ შეასხამს ხოტბას ღმერთს (5).

    • ღმერთი უსმენს წყალობის მთხოვნელს (9).

გუნდის ხელმძღვანელს: შემინითში* აწყობილი სიმებიანი საკრავების თანხლებით. დავითის საგალობელი. 6  იეჰოვა, შენი რისხვით ნუ შემაგონებდა შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.+  2  წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან ძალა გამომეცალა. განმკურნე, იეჰოვა,+ ვინაიდან შემეძრა ძვლები.  3  დიდად შეძრწუნებული ვარ;+მიპასუხე, იეჰოვა, როდემდე უნდა ვიყო ასე?!+  4  იეჰოვა, მომხედე და მიხსენი,+მიხსენი შენი ურყევი სიყვარულის* გამო,+  5  რადგან მკვდარი ვეღარ გახსენებს,ვერავინ შეგასხამს ხოტბას სამარიდან*.+  6  დამქანცა ოხვრამ;+მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს,ცრემლები იღვრება ჩემი ტახტიდან.+  7  მწუხარებისგან თვალი დამებინდა,+თვალში სინათლე დამეშრიტა ჩემი მტრების გამო.  8  მომშორდით ავისმქნელნო,რადგან მოისმენს იეჰოვა ჩემს მოთქმას.+  9  მომისმენს იეჰოვა, როცა წყალობას ვთხოვ;+შეისმენს იეჰოვა ჩემს ლოცვას. 10  შერცხვებიან და შეძრწუნდებიან ჩემი მტრები,სწრაფად უკუიქცევიან სირცხვილნაჭამნი.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).