ფსალმუნები 72:1—20

  • ღვთისგან დაყენებული მეფის მშვიდობიანი მმართველობა.

    • „მის დროს გაიხარებს მართალი“ (7).

    • „მისი მორჩილი იქნება ყველა ზღვიდან ზღვამდე“ (8).

    • „ძალადობისგან იხსნის მათ“ (14).

    • „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე“ (16).

    • ღვთის სახელი მარადიულად იდიდებს (19).

ფსალმუნი სოლომონის შესახებ. 72  ღმერთო, ასწავლე შენი სამართალი მეფეს,შენი სიმართლე — მეფის ძეს.+   დაიცვას სიმართლე და გამოექომაგოს შენს ხალხს,სამართალი გაუჩინოს საწყალს.+   მშვიდობა მოუტანონ ხალხს მთებმადა სიმართლე — გორებმა.   სამართალი გაუჩინოს მან საწყლებს შენს ხალხში,იხსნას ღარიბი და შემუსროს მჩაგვრელი.+   შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე ანათებს,ვიდრე მთვარე გამოსცემს შუქს,თაობიდან თაობაში.+   ის წვიმასავით იქნება, მოთიბულ ბალახს რომ ეცემა,შხაპუნა წვიმასავით, მიწას რომ ასველებს.+   მის დროს გაიხარებს მართალი+და იმეფებს მშვიდობა,+ ვიდრე მთვარე არსებობს.   მისი მორჩილი იქნება ყველა ზღვიდან ზღვამდედა მდინარიდან* დედამიწის კიდეებამდე.+   მის წინაშე დაემხობიან უდაბნოს მკვიდრნიდა მტვერს ალოკავენ მისი მტრები.+ 10  თარშიშისა და კუნძულების მეფეები ხარკს მიუტანენ მას,+ შებისა და სების მეფეები ძღვენს მიართმევენ.+ 11  მის წინაშე დაემხობა ყველა მეფე;მას დაემორჩილება ყველა ხალხი. 12  ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს,საწყალსა და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. 13  ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს,გადაარჩენს ღარიბებს. 14  ჩაგვრისა და ძალადობისგან იხსნის მათ,ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში. 15  დღეგრძელი იყოს იგი და მიეცეს მას შების ოქრო.+ მუდამ ლოცულობდნენ მისთვისდა მთელი დღე ლოცავდნენ მას! 16  უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე,+მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება. მეფის მოსავალი ლიბანისას დაემსგავსება;+როგორც ბალახი ხარობს მიწაზე, ისე გაიხარებენ ქალაქის მკვიდრნი.+ 17  მარადიულად იარსებოს მისმა სახელმა+და იდიდოს, ვიდრე მზე არსებობს! მისით იკურთხოს ხალხი,+ყოველმა ერმა ბედნიერად შერაცხოს ის! 18  კურთხეული იყოს იეჰოვა ღმერთი, ისრაელის ღმერთი,+მხოლოდ ის ახდენს საოცრებებს!+ 19  მარადიულად იდიდოს მისმა დიდებულმა სახელმა+და მისმა დიდებამ აავსოს მთელი დედამიწა!+ ამინ, ამინ! 20  აქ სრულდება დავითის, იესეს+ ძის, ლოცვები.

სქოლიოები

იგულისხმება ევფრატი.