ფსალმუნები 11:1—7
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი.
11 იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი,+
როგორღა მეუბნებით:
„მთაში გადაიხვეწე ჩიტივით!
2 ნახე, მოზიდეს მშვილდი ბოროტებმა,ლარს გამოსდეს ისარი,რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
3 რა უნდა ქნას მართალმა,თუკი დანგრეულია საძირკვლები?!“
4 იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია;+
ზეცაშია იეჰოვას ტახტი.+
ყველაფერს ხედავს, მზერა ადამიანებისკენ აქვს მიპყრობილი და აკვირდება მათ.+
5 იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც;+სძულს მას ძალადობის მოყვარული.+
6 წვიმასავით დაუშვებს მახეებს* ბოროტთა თავზე;ცეცხლი, გოგირდი+ და მწველი ქარი იქნება მათთვის განკუთვნილ სასმისში.
7 მართალია იეჰოვა,+ სიმართლის მოყვარული.+
მართლები პოვებენ მის კეთილგანწყობას.+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „ცხელ ნაკვერჩხლებს“.

