ფსალმუნები 53:1—6

  • უგუნურის დახასიათება.

    • „არ არსებობსო იეჰოვა“ (1).

    • „აღარავინაა კარგის მქნელი“ (3).

გუნდის ხელმძღვანელს: მახალათი*. მასქილი*. დავითის ფსალმუნი. 53  უგუნური გულში ამბობს, არ არსებობსო იეჰოვა.+ უკეთურად და საძაგლად იქცევიან;აღარავინ არის კარგის მქნელი.+  2  ღმერთი კი ზეციდან გადმოჰყურებს ადამიანებს,+რათა დაინახოს, ვინ არის გამჭრიახი და ვინ ეძებს იეჰოვას.+  3  ყველამ გადაუხვია გზიდან,ყველა ერთიანად გაირყვნა; აღარავინაა კარგის მქნელი,აღარავინ.+  4  ნუთუ ვერაფერს ხვდებიან ავისმქნელნი?! სასტიკად ჩაგრავენ ჩემს ხალხს, არ უხმობენ იეჰოვას.+  5  მაგრამ ძრწოლა აიტანთ,ჯერ არგანცდილი შიში*,ღმერთი გაფანტავს მათ ძვლებს, ვინც თავს გესხმის. შენ შეარცხვენ მათ, რადგან იეჰოვამ უარყო ისინი.  6  ნეტავ სიონიდან მოვიდოდეს ისრაელის ხსნა!+ გაიხაროს იაკობმა და იმხიარულოს ისრაელმა,როცა იეჰოვა დააბრუნებს ტყვედ წაყვანილ თავის ხალხს!

სქოლიოები

ან შესაძლოა: „თუმცა საშიში არაფერი იყო“.