ფსალმუნები 48:1—14
კორახის ძეების საგალობელი.+
48 დიდებულია იეჰოვა და დიდად საქებიჩვენი ღვთის ქალაქში, მის წმინდა მთაზე.
2 საუცხოოდაა წამომართული, მთელი დედამიწის სიხარულია+სიონის მთა შორეულ ჩრდილოეთში,დიდი მეფის ქალაქი.+
3 მის გამაგრებულ კოშკებშიღმერთმა ცხადყო, რომ საიმედო თავშესაფარია.+
4 აი, შეიკრიბნენ მეფეებიდა ერთად გამოემართნენ;
5 მის დანახვაზე გაოცდნენ,
შეძრწუნდნენ და თავზარდაცემულები გაიქცნენ.
6 კანკალმა აიტანა ისინი,მშობიარე ქალივით შეიპყრო ტკივილებმა.
7 აღმოსავლეთის ქარით ამსხვრევ თარშიშის ხომალდებს.
8 რაც მოსმენილი გვქონდა, ახლა საკუთარი თვალით ვიხილეთლაშქართა ღვთის, იეჰოვას ქალაქში, ჩვენი ღვთის ქალაქში.
მარადიულად განამტკიცებს მას ღმერთი.+ (სელა)
9 შენს ურყევ სიყვარულზე* ვფიქრობთ,ღმერთო,+ შენს ტაძარში.
10 როგორც შენი სახელი, ღმერთო, შენი ქებაცკიდით კიდემდე სწვდება დედამიწას.+
მუდამ სიმართლეს იქმს შენი მარჯვენა.+
11 იხაროს სიონის მთამ+და იმხიარულონ იუდას ქალაქებმა შენი სამართლით!+
12 გარს შემოუარეთ სიონს, გარს შემოუარეთ!დათვალეთ მისი კოშკები!+
13 დააკვირდით მის მიწაყრილებს,+
დაათვალიერეთ მისი გამაგრებული კოშკები,რათა მომავალ თაობებს უამბოთ მასზე!
14 ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი+ სამუდამოდ, სამარადისოდ.
ის წაგვიძღვება მარადიულად*.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „ჩვენ სიკვდილამდე“.

