ფსალმუნები 142:1—7

  • თხოვნა მდევნელებისგან თავის დასახსნელად.

    • „არსად მაქვს თავშესაფარი“ (4).

    • „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი“ (5).

მასქილი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მან გამოქვაბულში+ ყოფნისას დაწერა. ლოცვა. 142  მთელი ხმით შევთხოვ იეჰოვას შველას,+შევღაღადებ იეჰოვას, რომ წყალობა მიყოს.  2  მას ვუღვრი სულს, მას ვუყვები ჩემს გასაჭირს,+  3  როცა სულგამწარებული ვარ. შენ უწყი ჩემი გზასავალი.+მახე დამიგეს მტრებმა ჩემს სავალ გზაზე.  4  შემომხედე და ნახავ,რომ არავინ მიდგას მხარში;+ არსად მაქვს თავშესაფარი+და არავის ვადარდებ.  5  შენ მოგიხმობ საშველად, იეჰოვა, ვამბობ: „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი,+ერთადერთი იმედი ამ ცისქვეშეთში!“  6  მომისმინე, როცა შველას გთხოვ,რადგან შავი დღე მადგას. მიხსენი ჩემი მდევნელებისგან,+რადგან ჩემზე ძლიერნი არიან.  7  გამომიყვანე დილეგიდან,რომ განვადიდო შენი სახელი. ჩემ გარშემო შეიკრიბონ მართლები,რადგან კეთილად მეპყრობი.