ფსალმუნები 25:1—22

  • ლოცვაში ხელმძღვანელობისა და პატიების თხოვნა.

    • „მაუწყე შენი გზები“ (4).

    • „იეჰოვას მეგობრები“ (14).

    • „მომიტევე ყველა ცოდვა“ (18).

დავითის ფსალმუნი. א [ალეფ] 25  შენ მოგმართავ, იეჰოვა! ב [ბეთ]  2  შენ გენდობი, ჩემო ღმერთო.+ნუ შემარცხვენ+ და ნუ გაახარებ ჩემს მტრებს ჩემი უბედურებით!+ ג [გიმელ]  3  არცერთი შენი მოიმედე არ შერცხვება,+ისინი შერცხვებიან, ვინც ვერაგულად ექცევიან უდანაშაულოს.+ ד [დელეთ]  4  მაუწყე შენი გზები, იეჰოვა,+მასწავლე შენი ბილიკებით სიარული!+ ה [ჰე]  5  მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე,+რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი მხსნელი. ו [ვავ] დღემუდამ შენზე ვარ მონდობილი. ז [ზაინ]  6  გაიხსენე, იეჰოვა, შენი წყალობა და სიყვარული*,+ოდითგანვე რომ იჩენ.+ ח [ხეთ]  7  ნუ გამიხსენებ ახალგაზრდობის დროინდელ ცოდვებსა და ურჩობას. შენი ურყევი სიყვარულის* გამო გამიხსენე,+რადგან კეთილი* ხარ, იეჰოვა!+ ח [ტეთ]  8  კეთილი და მართალია იეჰოვა,+ ამიტომაც სწორი გზით სიარულს ასწავლის ცოდვილთ.+ י [ჲოდ]  9  ის წაუძღვება თვინიერებს, რომ სიმართლით იარონ,+თავის გზას ასწავლის მათ.+ כ [ქაფ]  10  იეჰოვა ყველა თავის გზაზე ურყევ სიყვარულსა* და ერთგულებას იჩენს მათ მიმართ,ვინც იცავს მის შეთანხმებასა+ და მითითებებს*.+ ל [ლამედ] 11  იეჰოვა, შენი სახელის გულისთვის,+მაპატიე ჩემი დანაშაული, თუმცა დიდია იგი. מ [მემ] 12  ვინ არის იეჰოვას მოშიში კაცი?+ მას ასწავლის ის, თუ რა გზას დაადგეს.+ נ [ნუნ] 13  არაფერი მოაკლდება მას,+მისი შთამომავლობა დედამიწას დაიმკვიდრებს.+ ס [სამეხ] 14  იეჰოვას მეგობრები მისი მოშიშები არიან,+მათ უმხელს ის თავის შეთანხმებას.+ ע [აინ] 15  თვალები მუდამ იეჰოვასკენ მაქვს მიპყრობილი,+რადგან ის გამითავისუფლებს ფეხს ბადიდან.+ פ [ფე] 16  მომხედე და წყალობა მიყავი,რადგან მარტოსული და უმწეო ვარ. צ [ცადე] 17  მწუხარებით ამევსო გული,+თავი დამაღწევინე სატკივარს. ר [რეშ] 18  დაინახე ჩემი ჩაგვრა და გასაჭირი,+მომიტევე ყველა ცოდვა.+ 19  ნახე, როგორ მომიმრავლდნენ მტრები,როგორ მომიძულეს მათ. ש [შინ] 20  დამიცავი და მიხსენი.+ ნუ შევრცხვები, მე ხომ შენ შეგაფარე თავი! ת [თავ] 21  ჩემმა უმწიკვლობამ* და სიმართლემ დამიცვას,+რადგან შენზე ვარ მონდობილი.+ 22  ღმერთო, დაიხსენი ისრაელი ყველა გასაჭირისგან!

სქოლიოები

^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).