ფსალმუნები 32:1—11
დავითის ფსალმუნი. მასქილი*.
32 ბედნიერია ის, ვისაც ეპატია დანაშაული და მიეტევა ცოდვა.+
2 ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა დამნაშავედ არ ჩათვლის+და რომელიც არ არის თვალთმაქცი.
3 როცა ვდუმდი, გამუდმებით ვოხრავდი და გამიცვდა ძვლები.+
4 დღედაღამ მძიმე ტვირთად მაწვა შენი წყრომა.+
ისე დაიშრიტა ჩემი ძალა, როგორც წყალი ზაფხულის ხვატში. (სელა)
5 ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშედა დანაშაული არ დამიფარავს.+
ვთქვი, ვაღიარებ-მეთქი ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე,+
შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული.+ (სელა)
6 ამიტომ მოგმართავს ლოცვით ყოველი ერთგული,+სანამ ჯერ კიდევ შეიძლება შენი პოვნა;+
წარღვნის წყალიც ვერ მისწვდება მას.
7 შენ ხარ ჩემი თავშესაფარი,შენ დამიცავ გასაჭირისგან.+
მხიარული ყიჟინით შემომეხვევა ხალხი, რადგან დამიხსნი!+ (სელა)
8 „გამჭრიახობას მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო;+
თვალს დავიჭერ შენზე და დაგარიგებ.+
9 ცხენივით და ჯორივით გაუგებარი ნუ იქნები,+რომელიც ახლოს არ უნდა მოუშვა,სანამ მის სიშმაგეს აღვირითა და ლაგმით არ შეაკავებ“.
10 ბოროტს მრავალი სატკივარი აქვს,იეჰოვას მოიმედე კი მისი სიყვარულით* არის გარემოცული.+
11 იეჰოვათი გაიხარეთ და იმხიარულეთ, მართლებო!სიხარულით იყიჟინეთ, გულმართალნო!
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

