ფსალმუნები 7:1—17
-
იეჰოვა მართალი მოსამართლეა.
-
„იეჰოვა, განმსაჯე!“ (8).
-
დავითის საგალობელი, რომელიც ბენიამინელი ქუშის სიტყვების გამო უმღერა იეჰოვას.
7 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შენ შეგაფარე თავი.+
მიხსენი ყველა ჩემი მდევნელისგან და გადამარჩინე,+
2 თორემ დამფლეთენ ლომივით+და ისე გამიტაცებენ, რომ კაცი არ მეყოლება მშველელი.
3 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, თუ რამე ბრალი მიმიძღვისან, თუ უსამართლოდ მოვქცეულვარ,
4 თუ ბოროტებით გადამიხდია მოკეთისთვის+ან, თუ უმიზეზოდ გამიძარცვავს მტერი*,
5 მაშინ მტერი დამედევნოს, დამეწიოსდა ფეხქვეშ გათელოს ჩემი სიცოცხლე,ჩემი დიდება კი გააცამტვეროს. (სელა)
6 წამოიმართე, იეჰოვა, შენი რისხვით!აღდექი ჩემი მტრების წინააღმდეგ,+ რისხვას რომ ანთხევენ ჩემზე!გამოიღვიძე ჩემ დასახმარებლად და ბრძანე, რომ აღსრულდეს სამართალი!+
7 ნეტავ გარს შემოგერტყან ერები,რომ მაღლიდან გაუსწორდე მათ!
8 იეჰოვა გამოუტანს განაჩენს ხალხებს.+
იეჰოვა, განმსაჯე ჩემი სიმართლისადა ჩემი უმწიკვლობისამებრ*!+
9 გთხოვ, ბოლო მოუღე ბოროტთა უკეთურობას,
მართალი კი განამტკიცე,+რადგან შენ მართალი ღმერთი+ ხარ, იკვლევ გულსა+ და სულის სიღრმეებს*.+
10 ღმერთია ჩემი ფარი,+ გულმართალთა მხსნელი.+
11 ღმერთი მართალი მოსამართლეა,+ყოველდღე აცხადებს თავის განაჩენს.
12 თუ ვინმე არ მოინანიებს,+ იგი თავის მახვილს ალესავს,+მშვილდს მოზიდავს და მიზანში ამოიღებს.+
13 სასიკვდილო იარაღს გაამზადებს,ცეცხლს წაუკიდებს მომართულ ისრებს.+
14 აი ის, ვინც სიავეზეა ფეხმძიმედ;ბოროტება ჩასახვია და სიცრუეს შობს.+
15 ღრმა ორმოს თხრის,მაგრამ თავისივე ამოთხრილ ორმოში ჩავარდება.+
16 მისი ბოროტება მასვე დაატყდება თავს,+მისი ძალადობა მასვე ეწევა.
17 ხოტბას შევასხამ იეჰოვას მისი სამართლიანობის გამო,+ვუგალობებ უზენაესი+ ღმერთის სახელს, იეჰოვას.+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „თუ არ შემეწყალებინოს ის, ვინც უმიზეზოდ მმტრობდა“.
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „თირკმელებს“.

