ფსალმუნები 4:1—8

  • ღვთისადმი ნდობის გამომხატველი ლოცვა.

    • „თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ“ (4).

    • „მშვიდად დავიძინებ“ (8).

გუნდის ხელმძღვანელს: დავითის საგალობელი სიმებიანი საკრავების თანხლებით. 4  ჩემო მართალო ღმერთო,+ მიპასუხე, როცა მოგიხმობ! გამოსავალი მაპოვნინე გასაჭირში, წყალობა მიყავი და შეისმინე ჩემი ლოცვა!  2  ხალხო, როდემდე უნდა თელავდეთ ფეხქვეშ ჩემს დიდებას?! როდემდე უნდა გიყვარდეთ ამაოება და როდემდე უნდა ელტვოდეთ სიცრუეს?! (სელა)  3  იცოდეთ, რომ იეჰოვა გამოარჩევს თავის ერთგულს.იეჰოვა მომისმენს, როცა მოვუხმობ.  4  თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ;+ გულში თქვით, თქვენს საწოლში, და ჩუმად იყავით. (სელა)  5  სიმართლის მსხვერპლი შესწირეთ იეჰოვასდა მას მიენდეთ.+  6  მრავალი ამბობს, ვინ მოგვიტანსო სიკეთეს. შენი სახის ნათელი მოგვაფინე, იეჰოვა!+  7  შენ მათზე მეტად გამიმხიარულე გული,ვისაც უხვად აქვს მარცვლეული და ახალი ღვინო.  8  დავწვები და მშვიდად დავიძინებ,+რადგან მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ, იეჰოვა.+

სქოლიოები