ფსალმუნები 1:1—6

  • ორი გზა.

    • ბედნიერია ის, ვინც ღვთის სიტყვას კითხულობს (2).

    • მართლები ნაყოფიერ ხეს ჰგვანან (3).

    • ბოროტები ქარისგან გაფანტულ ბზეს ჰგვანან (4).

1  ბედნიერია კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის,ცოდვილთა გზას არ ადგას+და დამცინავებთან არ ზის;+  2  იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას+და კითხულობს მას* დღედაღამ.+  3  იქნება ის წყლის ნაკადებთან დარგულ ხესავით,თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფსდა მისი ფოთლები არ ჭკნება; ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება.+  4  ბოროტები კი ასე არ არიან,ისინი ქარისგან გაფანტულ ბზეს ჰგვანან.  5  ამიტომაც ვერ გამართლდებიან ბოროტები სასამართლოზე+და ვერ გაჭაჭანდებიან ცოდვილები მართლების კრებულში;+  6  უწყის იეჰოვამ მართალთა გზა,+ბოროტთა გზა კი მოისპობა.+

სქოლიოები

სხვაგვარად — „დაბალი ხმით კითხულობს“, „ფიქრობს მასზე“.