ფსალმუნები 138:1—8
დავითის ფსალმუნი.
138 მთელი გულით შეგასხამ ხოტბას.+
სხვა ღმერთების წინაშე გიგალობებ*.
2 შენი ტაძრისკენ მობრუნებული პირქვე დავემხობი+და განვადიდებ შენს სახელს+შენი ურყევი სიყვარულისა* და ერთგულების გამო;
შენ ყველაფერზე მეტად განადიდე შენი სიტყვა და შენი სახელი*.
3 იმ დღესვე მიპასუხე, როცა მოგიხმე;+გაბედულება შემმატე და გამაძლიერე.+
4 დედამიწის მეფეები განგადიდებენ, იეჰოვა,+როცა გაიგებენ შენ მიერ წარმოთქმულ დანაპირებს.
5 იმღერებენ იეჰოვას საქმეების შესახებ,რადგან დიდებულია იეჰოვა!+
6 მაღლაა იეჰოვა, მაგრამ ამჩნევს თავმდაბლებს;+მედიდურებთან კი არაფერი აქვს საერთო*.+
7 საფრთხეშიც რომ ვიყო, შენ მაცოცხლებ,+
ხედავ ჩემი მტრების მრისხანებას და ხელს უღერებ მათ;მიხსნის შენი მარჯვენა.
8 იეჰოვა შეასრულებს ყოველივეს, რასაც შემპირდა.
იეჰოვა, მარადიული და ურყევია შენი სიყვარული*;+ნუ მიატოვებ შენს ხელთა ქმნილებას!+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „სხვა ღმერთების დასამცირებლად გიგალობებ“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „შენი სიტყვა შენს სახელზე მეტად განადიდე“.
^ სიტყვასიტყვით — „მედიდურებს მხოლოდ შორიდან იცნობს“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

