ᲑᲘᲑᲚᲘᲐ — „ᲐᲮᲐᲚᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲠᲒᲛᲐᲜᲘ“ (2020)

რას ურჩევს ბიბლია ოჯახებს?

ქართული
რას ურჩევს ბიბლია ოჯახებს?
https://cms-imgp.jw-cdn.org/img/p/1001061100/univ/wpub/1001061100_univ_sqr_xl.jpg
nwt გვ. 30-31

ᲙᲘᲗᲮᲕᲐ 17

რას ურჩევს ბიბლია ოჯახებს?

ᲥᲛᲠᲔᲑᲘ/ᲛᲐᲛᲔᲑᲘ

„ქმარსაც ისე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც საკუთარი სხეული. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან ჯერ არავის მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს . . . თითოეულ თქვენგანს ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი“

(ეფესოელები 5:28, 29, 33).

„მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“

(ეფესოელები 6:4).

ᲪᲝᲚᲔᲑᲘ

„ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“

(ეფესოელები 5:33).

„ცოლებო, ისე დაემორჩილეთ ქმრებს, როგორც უფლისთვისაა მოსაწონი“

(კოლოსელები 3:18).

ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲘ

«ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფლის ნებისამებრ, რადგან ასეა სწორი. „პატივი ეცი მამას და დედას“, — ეს არის პირველი მცნება, რომელსაც თან ახლავს დანაპირები: „მაშინ მოგემართება ხელი და დღეგრძელი იქნები დედამიწაზე“»

(ეფესოელები 6:1—3).

„ბავშვებო, ყველაფერში დაუჯერეთ მშობლებს, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის“

(კოლოსელები 3:20).