ფსალმუნები 149:1—9

  • ღვთის გამარჯვებისთვის მიძღვნილი საგალობელი.

    • ღმერთი ხარობს თავისი ხალხით (4).

    • „პატივის ღირსნი გახდებიან მისი ერთგულები“ (9).

149  ადიდეთ იაჰი*! უმღერეთ იეჰოვას ახალი საგალობელი,+უგალობეთ მას ერთგულთა კრებულში!+  2  გაიხაროს ისრაელმა თავისი დიდებული შემოქმედით,+იმხიარულონ სიონის მკვიდრებმა თავიანთი მეფით!  3  ცეკვით+ განადიდონ მისი სახელიდა უგალობონ მას დაირითა და ქნარით!+  4  იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით.+ ის ხსნით ამკობს თვინიერებს.+  5  დიდებით გაიხარონ ერთგულებმა,სიხარულით იყიჟინონ თავიანთ სარეცლებზე.+  6  ბაგით ღმერთს უგალობონდა ხელთ ორლესული მახვილი იპყრან,  7  რათა შური იძიონ ერებზედა დასაჯონ ხალხები,  8  რათა ხუნდები დაადონ მათ მეფეებსდა რკინის ბორკილები — მათ დიდებულებს,  9  რათა აღასრულონ მათთვის გამოტანილი განაჩენი.+ ასეთი პატივის ღირსნი გახდებიან მისი ერთგულები. ადიდეთ იაჰი*!

სქოლიოები

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.