ფსალმუნები 79:1—13

  • „ხალხები შეიჭრნენ შენს სამკვიდროში“.

    • „მასხრად გვიგდებენ ირგვლივ მყოფნი“ (4).

    • „დაგვეხმარე... შენი დიდებული სახელის გამო“ (9).

    • „შვიდმაგად მიუზღე ჩვენს მეზობლებს“ (12).

ასაფის საგალობელი.+ 79  ხალხები შეიჭრნენ შენს სამკვიდროში, ღმერთო,+წაბილწეს შენი წმინდა ტაძარი,+ნანგრევებად აქციეს იერუსალიმი.+  2  შენი მსახურების გვამები ცის ფრინველებს მიუგდეს საჯიჯგნად,შენს ერთგულთა ხორცი — მიწის მხეცებს.+  3  წყალივით დაღვარეს მათი სისხლი მთელ იერუსალიმში;კაცი არ დარჩა მათი დამმარხავი.+  4  ჩვენი თავი შეაძულე მეზობლებს,+დაგვცინიან და მასხრად გვიგდებენ ირგვლივ მყოფნი.  5  იეჰოვა, როდემდე იქნები განრისხებული?! მარადიულად?!+ როდემდე იგიზგიზებს ცეცხლივით შენი რისხვა?!+  6  გადმოღვარე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ,და სამეფოებზე, რომლებიც შენს სახელს არ უხმობენ.+  7  მათ შთანთქეს იაკობი და გააპარტახეს მისი სამკვიდრო.+  8  ნუ მოგვკითხავ ჩვენი წინაპრების ცოდვებს.+ დროულად გვიყავი წყალობა,+რადგან უკიდურესად დავძაბუნდით.  9  დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო,+შენი დიდებული სახელის გამო;გვიხსენი და გვაპატიე ცოდვები შენი სახელის გულისთვის.+ 10  რატომ უნდა თქვან ხალხებმა, სად არისო მათი ღმერთი?!+ ჩვენი თვალით დაგვანახვე, როგორ გაიგებენ ხალხები,რომ შურს იძიებ შენი მსახურების დაღვრილი სისხლის გამო.+ 11  მოაღწიოს შენამდე პატიმრის ოხვრამ.+ შენი ძალით იხსენი სიკვდილმისჯილნი.+ 12  შვიდმაგად მიუზღე ჩვენს მეზობლებს,+ჩვენს დამცინავთ, იეჰოვა!+ 13  ჩვენ კი, შენი ხალხი და შენი ფარის ცხვრები,+მადლობას მოგიძღვნით მარადიულადდა ხოტბას შეგასხამთ თაობიდან თაობაში!+

სქოლიოები