ფსალმუნები 80:1—19

  • თხოვნა ისრაელის მწყემსს.

    • „ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან“ (3).

    • ისრაელი ღვთის ვაზია (8—15).

გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. შესახსენებლად. ასაფის საგალობელი.+ 80  ყური მოგვაპყარი, ისრაელის მწყემსო,შენ, ვინც ისე მიუძღვები იოსებს, როგორც ფარას!+ ქერუბიმებს ზემოთ* ტახტზე მჯდომარევ,+გამობრწყინდი!  2  შენი ძლევამოსილებით წარმოჩინდი+ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე!მოდი ჩვენ სახსნელად!+  3  ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან,+შენი სახის ნათელი მოგვაფინე, რომ გადავრჩეთ.+  4  იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, როდემდე უნდა განრისხებდეს შენი ხალხის ლოცვა?!+  5  ცრემლი პურად უქციე,წყალივით ასმევ მათ ცრემლს.  6  სადავოდ გვაქციე მეზობლებს შორის;მოესურვებათ და მასხრად გვიგდებენ ჩვენი მტრები.+  7  ლაშქართა ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან,შენი სახის ნათელი მოგვაფინე, რომ გადავრჩეთ.+  8  შენ წამოიღე ვაზი+ ეგვიპტიდან, განდევნე ხალხები და დარგე ის.+  9  შენ მოუსუფთავე მას ადგილი,მანაც გაიდგა ფესვი და იხარა მთელ იმ მიწაზე.+ 10  მისი ჩრდილი მოეფინა მთებს,ღვთის კედრები დაფარა მისმა ლერწებმა. 11  ზღვას მიაწვდინა ლერწები და მდინარეს*+ — ყლორტები. 12  რატომ მოუნგრიე მას ქვის ზღუდე+და რატომ აკრეფინებ მის ნაყოფს ყოველ გამვლელს?+ 13  ტყიდან გამოსული ტახები აოხრებენ მას,მინდვრის ცხოველების საზრდოდ იქცა ის.+ 14  გთხოვთ, დაბრუნდი, ლაშქართა ღმერთო, გადმოიხედე ზეციდან და დაინახე, რაც ხდება! მოხედე ამ ვაზს,+ 15  იმ ძირს, შენმა მარჯვენამ რომ დარგო,+ყლორტს, შენთვის რომ განამტკიცე.+ 16  გაიკაფა და ცეცხლში დაიწვა;+ იღუპება შენგან შერისხული ხალხი. 17  მხარში ამოუდექი კაცს, შენ მარჯვნივ მყოფს,კაცის ძეს, შენთვის რომ განამტკიცე!+ 18  მაშინ აღარ შეგაქცევთ ზურგს. გვაცოცხლე, რომ მოვუხმოთ შენს სახელს. 19  იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან,შენი სახის ნათელი მოგვაფინე, რომ გადავრჩეთ!+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „შორის“.
იგულისხმება ევფრატი.