ფსალმუნები 35:1—28

  • ლოცვა მტრებისგან თავდასახსნელად

    • იეჰოვა განდევნის მტრებს (5).

    • ღვთისთვის ხოტბის შესხმა უამრავ ხალხში (18).

    • უმიზეზოდ მოძულებული (19).

დავითის ფსალმუნი. 35  იეჰოვა, წარმართე ჩემი საქმე და დამიცავი ჩემი მოწინააღმდეგეებისგან;+შეებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.+  2  ხელთ იპყარი პატარა ფარიცა და დიდი ფარიც+ და აღდექ ჩემ დასაცავად;+  3  შუბი და ცული მოუღერე ჩემს მდევნელებს.+ მითხარი, მე ვარ-თქო შენი მხსნელი.+  4  შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემზე მონადირენი.+ სირცხვილნაჭამნი უკუიქცნენ ჩემი მოსპობის მსურველნი.  5  ბზეს დაემსგავსონ ქარში,იეჰოვას ანგელოზმა განდევნოს ისინი.+  6  ბნელი და მოლიპული იყოს მათი გზა,როცა იეჰოვას ანგელოზი დაედევნება.  7  ვინაიდან უმიზეზოდ დამიგეს ბადე;უმიზეზოდ გამითხარეს ორმო.  8  მოულოდნელად დაატყდეს მას უბედურება,თავისივე დაგებულ ბადეში გაებას,ორმოში ჩავარდეს და განადგურდეს!+  9  მე კი იეჰოვათი გავიხარებ,ვიმხიარულებ, რადგან ის არის მხსნელი. 10  მთელი არსებით ვიტყვი: „იეჰოვა, ვინ არის შენი მსგავსი?! შენ იხსნი უმწეოს ძლიერისგან,+საწყალსა და ღარიბს — მძარცველისგან“.+ 11  ცრუმოწმეები მიპირისპირდებიან+და იმაში მდებენ ბრალს, რის შესახებაც არც კი მსმენია.  12  სიკეთეს ბოროტებით მიხდიან,+იმედგაცრუებული ვარ.  13  მე კი მათი სნეულების დროს ჯვალოს სამოსს ვიცვამდი,და მარხვით ვიტანჯავდი თავს;ხოლო, როცა უპასუხოდ რჩებოდა ჩემი ლოცვა, 14  ვგლოვობდი ისე, როგორც ძმასა და მეგობარს გლოვობენ;დედაზე მგლოვიარესავით მოვიკაკვე. 15  მაგრამ ისინი ჩემმა წაბორძიკებამ გაახარა და ერთად შეიყარნენ;შეიყარნენ, რომ მოულოდნელად დამსხმოდნენ თავს,მგლეჯდნენ, არ ჩუმდებოდნენ. 16  უღვთოები ღვარძლიანად დამცინიან*,კბილებს მიღრჭენენ.+ 17  იეჰოვა, როდემდე უნდა უყურო ამას?!+ დამიხსენი თავდამსხმელთაგან,+დაიხსენი ლომებისგან ჩემი ძვირფასი სიცოცხლე.+ 18  მაშინ მადლობას მოგიძღვნი დიდ კრებულში,+უამრავ ხალხში შეგასხამ ხოტბას. 19  ნუ გაიხარებენ ჩემი უბედურებით ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი; ნუ ჩაუკრავენ ერთმანეთს თვალს+ უმიზეზოდ ჩემი მოძულენი;+ 20  ვინაიდან არ ლაპარაკობენ მშვიდობაზე,მზაკვრობას იზრახავენ მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ.+ 21  ბაგეს ხსნიან, რომ ბრალი დამდონ,ამბობენ, ახია მასზე, ჩვენი თვალით ვიხილეთო. 22  შენ ხედავ ამას, იეჰოვა, ნუ დადუმდები!+ იეჰოვა, შორს ნუ დაიჭერ თავს ჩემგან!+ 23  გამოიღვიძე, აღდექ ჩემს დასაცავად,იეჰოვა, ჩემო ღმერთო, გამომესარჩლე სასამართლოზე. 24  შენი სიმართლისამებრ გამასამართლე,+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო;ჩემი უბედურებით ნუ გაახარებ მათ. 25  ნუ იტყვიან თავიანთთვის, ახია მასზე, ვეწიეთო საწადელს. ნურასდროს იტყვიან, ჩავყლაპეთო.+ 26  შერცხვეს და დამცირდეს ყველა,ვინც ჩემი უბედურებით ხარობს. სირცხვილითა და დამცირებით შეიმოსონ ისინი, ვინც მედიდგულებიან. 27  სიხარულით იყიჟინონ მათ, ვისაც ჩემი სიმართლე ახარებს;კვლავ და კვლავ თქვან: „დიდება იეჰოვას, რომელსაც თავისი მსახურის მშვიდობა ახარებს!“+ 28  შენს სიმართლეზე ილაპარაკებს ჩემი ენა+და გაქებს მთელი დღე.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „უღვთოები ერთი კვერის სანაცვლოდ დამცინიან“.