ფსალმუნები 114:1—8
114 როცა ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა+და იაკობის შთამომავლობაუცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხს გამოეყო,
2 იუდა გახდა ღვთის წმინდა სამყოფელიდა ისრაელი — მისი დიდებული სამფლობელო.+
3 დაინახა ეს ზღვამ და გაიქცა;+უკან დაიხია იორდანემ.+
4 მთები ვერძებივით აკუნტრუშდნენ+და გორები — ბატკნებივით.
5 რად გაიქეცი, ზღვაო?!+
რად დაიხიე უკან, იორდანევ?!+
6 რას კუნტრუშებთ, მთებო, ვერძებივითდა, თქვენ, გორებო — ბატკნებივით?!
7 ძრწოდე, დედამიწავ, უფლის წინაშე,იაკობის ღვთის წინაშე,+
8 რომელიც ლერწმიან ტბორად აქცევს კლდესდა ნაკადულებად — სალ კლდეს.+

