ფსალმუნები 119:1—176
-
ღვთის ძვირფასი სიტყვისადმი მადლიერება.
-
„როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდამ სიწმინდე?“ (9).
-
„მახარებს შენი მითითებები“ (24).
-
„როგორ მიყვარს შენი კანონი!“ (97).
-
„ჩემს მასწავლებლებზე მეტი გამჭრიახობა შევიძინე“ (99).
-
„შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის“ (105).
-
„შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (160).
-
ღვთის კანონის მოყვარულთ მშვიდობა არ მოაკლდებათ (165).
-
א [ალეფ]
119 ბედნიერნი არიან უბიწოდ* მავალნი,იეჰოვას კანონით მოსიარულენი.+
2 ბედნიერნი არიან მისი მითითებების* დამცველნი,+მთელი გულით მისი მძებნელნი.+
3 არ სჩადიან უმართლობას,მისი გზით დადიან.+
4 შენ გვიბრძანე, რომ გულდასმით შეგვესრულებინა შენი ბრძანებები.+
5 როგორ მინდა, ყოველთვის მტკიცედ ვიდგე,+რათა დავიცვა შენი წესები!
6 ჩავუკვირდებოდი შენს მცნებებსდა არ შევრცხვებოდი.+
7 ვიგებ შენი სამართლიანი გადაწყვეტილებების შესახებდა წრფელი გულით განგადიდებ.
8 დავიცავ შენს წესებს.
ნეტავ არ მიმატოვებდე სამუდამოდ!
ב [ბეთ]
9 როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდამ სიწმინდე?
იფხიზლოს და შენი სიტყვის თანახმად იცხოვროს.+
10 მთელი გულით გეძებ;
ნუ გადამახვევინებ შენი მცნებებიდან!+
11 განძივით ვინახავ შენს სიტყვებს გულში,+რომ არ შეგცოდო.+
12 იდიდე, იეჰოვა!მასწავლე შენი წესები.
13 ჩემი ბაგით ვაცხადებშენ მიერ გამოტანილ ყველა განაჩენს.
14 სიხარულს მგვრის შენი მითითებები,+არავითარი საუნჯე არ მახარებს ასე.+
15 ვიფიქრებ შენს ბრძანებებზე+და ჩავუკვირდები შენს გზებს.+
16 მიყვარს შენი წესები;არ დავივიწყებ შენს სიტყვას.+
ג [გიმელ]
17 კეთილად მოეპყარი შენს მსახურს,რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა.+
18 თვალები ამიხილე, რათა დავინახო,რაოდენ გასაოცარია შენი კანონები.
19 ხიზანივით ვარ ამ ქვეყანაში.+
ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
20 როგორ მწადია, შევიტყო შენი განაჩენი მუდამჟამს!
21 შენ კიცხავ დაწყევლილ, კადნიერ ხალხს,რომლებიც არ იცავენ შენს მცნებებს.+
22 ჩამომაშორე ყველა, ვისაც ვძულვარ და ვეზიზღები,რადგან ვიცავ შენს მითითებებს.
23 მთავრები სხედან და ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ,მე კი, შენი მსახური, მაშინაც შენს წესებზე ვფიქრობ.
24 მახარებს შენი მითითებები,+ ჩემი მრჩევლები არიან.+
ד [დელეთ]
25 მტვერში+ ვარ გართხმული;
დაიცავი ჩემი სიცოცხლე შენი სიტყვისამებრ.+
26 ჩემი საქმეები არ დამიმალავს შენთვის და შენც მიპასუხე;მასწავლე შენი წესები.+
27 დამეხმარე, რომ ჩავწვდე შენი ბრძანებების არსს,რათა ჩავუკვირდე შენს საოცარ საქმეებს.+
28 მწუხარებისგან ძილი გამიკრთა,
გამამაგრე შენი დაპირებისამებრ.
29 შორს იყოს ჩემგან სიცრუის გზა,+წყალობა მიყავი და მაუწყე შენი კანონი!
30 ერთგულების გზაზე სიარული ვარჩიე;+
ყველა შენს განაჩენს სამართლიანად მივიჩნევ.
31 ერთგულად ვიცავ შენს მითითებებს;+
იეჰოვა, ნუ გამაწბილებ!+
32 მთელი გულით მივყვები შენს მცნებებს,
რადგან შენ მმატებ ცოდნას*.
ה [ჰე]
33 მასწავლე, იეჰოვა,+ შენი წესებით სიარულიდა ბოლომდე დავიცავ მათ.+
34 გონიერება მომეცი,რომ დავიცვა შენი კანონიდა მთელი გულით შევასრულო!
35 შენი მცნებების ბილიკებით მატარე,+
რადგან ეს მანიჭებს სიამოვნებას.
36 შენი მითითებები შემაყვარედა დამიცავი სიხარბისგან.+
37 დამეხმარე, რომ უვარგისს არაფერს მივაპყრო მზერა;+შენი გზით მატარე და მაცოცხლე.
38 შეუსრულე აღთქმა შენს მსახურს,რათა ეშინოდეთ შენი*.
39 ამარიდე სირცხვილი, ასე რომ მაშინებს;სამართლიანია შენი განაჩენი.+
40 ნახე, რა მოუთმენლად ველი შენს ბრძანებებს.
მაცოცხლე შენი სიმართლის გამო.
ו [ვავ]
41 იეჰოვა, შენი დაპირებისამებრ,+შენგან მოველი სიკეთეს* და ხსნას;+
42 მაშინ პასუხს გავცემ ჩემს დამცინავს,რადგან შენს სიტყვას ვარ მინდობილი.
43 ნურასდროს მოაშორებ ჩემს ბაგეს ჭეშმარიტების სიტყვას,რადგან ვენდობი შენს განაჩენს.
44 მუდამ დავიცავ შენს კანონს,მარადიულად და სამარადისოდ.+
45 უსაფრთხო ადგილას ვივლი,+რადგან ვიკვლევ შენს ბრძანებებს.
46 მეფეთა წინაშეც კი ვილაპარაკებ შენს მითითებებზედა არ შევრცხვები.+
47 ვაფასებ შენს მცნებებს,ძლიერ მიყვარს ისინი.+
48 შენკენ აღვაპყრობ ხელებს, რადგან მიყვარს შენი მცნებები,+და შენს წესებზე ვიფიქრებ.+
ז [ზაინ]
49 გაიხსენე, რას დაჰპირდი შენს მსახურს,როგორ დამაიმედე.
50 ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში,+რადგან შენი სიტყვის წყალობით ვარ ცოცხალი.
51 აბუჩად მიგდებენ და დამცინიან კადნიერები,მაგრამ მე არ ვარღვევ შენს კანონს.+
52 იეჰოვა, მახსოვს, როგორ განსჯიდი ძველად+და ეს მანუგეშებს.+
53 განრისხებული ვარ ბოროტთა გამო,რომლებიც არღვევენ შენს კანონს.+
54 შენს წესებზე ვმღერი,სადაც არ უნდა ვხიზნობდე.
55 შენს სახელზე ვფიქრობ ღამით, იეჰოვა,+რომ დავიცვა შენი კანონი.
56 ყოველთვის ასე ვიქცევი,რადგან ვასრულებ შენს ბრძანებებს.
ח [ხეთ]
57 იეჰოვა, შენ ხარ ჩემი კუთვნილი წილი;+აღგითქვი, რომ დავიცავ შენს სიტყვას.+
58 მთელი გულით+ გევედრები;წყალობა მიყავი+ დაპირებისამებრ.
59 ვუკვირდები ჩემს გზას,რომ კვლავაც დავიცვა შენი მითითებები.+
60 ვესწრაფვი და ველტვი შენი მცნებების დაცვას.+
61 ბოროტებმა საბელები შემომარტყეს,
მაგრამ არ დამვიწყებია შენი კანონი.+
62 შუაღამისას ვდგები, რომ მადლობა გიძღვნა,+რადგან სამართლიანად განსჯი.
63 ყველა შენი მოშიშისადა ყველა შენი ბრძანების შემსრულებლის მეგობარი ვარ.+
64 იეჰოვა, სავსეა დედამიწა შენი სიკეთით*;+მასწავლე შენი წესები.
ט [ტეთ]
65 შენ კარგად ექცევი შენს მსახურს,იეჰოვა, შენი დაპირებისამებრ.
66 მიბოძე ცოდნა და გონიერება,+რადგან შენს მცნებებს ვენდობი.
67 როცა გზას ავცდი, ვიტანჯებოდი,ახლა კი ვიცავ შენს სიტყვას.+
68 კეთილი ხარ+ და სიკეთის მქნელი.
მასწავლე შენი წესები!+
69 სიცრუით ჩირქს მცხებენ კადნიერები,მაგრამ მე მთელი გულით ვასრულებ შენს ბრძანებებს.
70 მათ უგრძნობი გული აქვთ,+მე კი მახარებს შენი კანონი.+
71 კარგია, რომ ვიტანჯე,+რადგან ვისწავლე შენი წესები.
72 სასიკეთოა ჩემთვის შენ მიერ გაცხადებული კანონი,+დიდძალ ოქრო-ვერცხლს სჯობია.+
י [ჲოდ]
73 შენმა ხელებმა შემქმნეს და გამომსახეს.
გონიერება მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებები.+
74 მხედავენ და ხარობენ შენი მოშიშნი,რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.+
75 კარგად ვიცი, იეჰოვა, რომ სამართლიანად განსჯი+და იმიტომ დამსაჯე, რომ ერთგული ხარ.+
76 გთხოვ, ანუგეშე შენი ურყევი სიყვარულით*+შენი მსახური, როგორც დაჰპირდი.
77 წყალობა მიყავი, რომ ვიცოცხლო,+რადგან მახარებს შენი კანონი.+
78 დაე შერცხვნენ კადნიერები,რადგან უმიზეზოდ* მაყენებენ ზიანს!
მე კი შენს ბრძანებებზე ვიფიქრებ.+
79 ჩემთან შეიკრიბონ შენი მოშიშნიდა შენი მითითებების მცოდნენი.
80 ნეტავ ზედმიწევნით იცავდეს ჩემი გული შენს წესებს,+
რათა არ შევრცხვე!+
כ [ქაფ]
81 მოუთმენლად ველი, როდის მიხსნი,+რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82 შენი დანაპირების შესრულების ხილვას ნატრობენ ჩემი თვალები;+ვამბობ: „როდის მანუგეშებ?“+
83 კვამლისგან გამომხმარ ტიკს დავემსგავსე,მაგრამ შენი წესები არ დამვიწყებია.+
84 როდემდე უნდა იცდიდეს შენი მსახური?!
როდის აღასრულებ განაჩენს ჩემს მდევნელებზე?!+
85 ორმოს მითხრიან კადნიერები,რომლებიც შენს კანონს არაფრად აგდებენ.
86 ყველა შენი მცნება სანდოა.
უმიზეზოდ მდევნიან, დამეხმარე!+
87 ცოტაც და უკვალოდ გამაქრობდნენ,მაგრამ შენი ბრძანებებისთვის ზურგი არ შემიქცევია.
88 მაცოცხლე შენი ურყევი სიყვარულით*,რათა დავიცვა შენი მითითებები!
ל [ლამედ]
89 იეჰოვა, მარადიულად გასტანს შენი სიტყვა ზეცაში.+
90 ერთგული ხარ თაობიდან თაობაში.+
დააფუძნე დედამიწა და კვლავაც მყარად დგას.+
91 შენი ბრძანებით დღემდე არსებობენ ისინი*,რადგან შენი მსახურები არიან.
92 შენს კანონს რომ არ მოენიჭებინა ჩემთვის სიხარული,დავიღუპებოდი გაჭირვების ჟამს.+
93 არასოდეს დავივიწყებ შენს ბრძანებებს,რადგან ისინი მაცოცხლებენ.+
94 შენ გეკუთვნი; დამიხსენი,+რადგან შენს ბრძანებებს ვიკვლევ.+
95 ბოროტები დასაღუპავად დამდარაჯებიან,მაგრამ მე გულისყურით ვეკიდები შენს მითითებებს.
96 ყოველგვარი სრულყოფილების საზღვარი მინახავს,შენს მცნებებს კი არ აქვს საზღვარი.
מ [მემ]
97 როგორ მიყვარს შენი კანონი!+
მასზე ვფიქრობ მთელი დღე.+
98 ჩემს მტრებზე მეტად მაბრძენებს შენი მცნება,+რადგან სულ ჩემთანაა.
99 ჩემს მასწავლებლებზე მეტი გამჭრიახობა შევიძინე,+რადგან ვფიქრობ შენს მითითებებზე.
100 მოხუცებზე მეტი გამეგება,რადგან ვიცავ შენს ბრძანებებს.
101 ბოროტების გზას ვერიდები,+რომ კვლავ დავიცვა შენი სიტყვა.
102 არ ვარღვევ შენს კანონს,რადგან შენ მასწავლი.
103 რა ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვა,თაფლზე მეტად ეტკბობა იგი ჩემს პირს!+
104 შენი ბრძანებების წყალობით გონივრულად ვიქცევი+
და მძულს სიცრუის გზა.+
נ [ნუნ]
105 შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვისდა სინათლეა ჩემი სავალისთვის.+
106 როგორც დავიფიცე, ისე მოვიქცევი,და აღვასრულებ შენს სამართლიან გადაწყვეტილებებს.
107 ბევრი ვიტანჯე;+
იეჰოვა, გთხოვ, მაცოცხლე შენი დაპირებისამებრ.+
108 იეჰოვა, გთხოვ, მოიწონე შესაწირავად მოძღვნილი ჩემი ქების სიტყვები+და მასწავლე შენი კანონი.+
109 მუდამ საფრთხეშია ჩემი სიცოცხლე,მაგრამ არ ვივიწყებ შენს კანონს.+
110 ბოროტები მახეს მიგებენ,მაგრამ არ ვარღვევ შენს ბრძანებებს.+
111 შენი მითითებები ჩემს საკუთრებად ვაქციე სამარადისოდ,რადგან ისინი მიხარებენ გულს.+
112 მტკიცედ განვიზრახე, შენს წესებს დავემორჩილომთელი სიცოცხლე, სამარის კარამდე.
ס [სამეხ]
113 მძულს ყველა, ვინც მთელი გულით არ გეთაყვანება,+შენი კანონი კი მიყვარს.+
114 შენ ხარ ჩემი ფარი და თავშესაფარი,+რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.+
115 გამშორდით, ბოროტმოქმედნო,+რათა დავიცვა ჩემი ღვთის მცნებები!
116 მხარში ამომიდექი დაპირებისამებრ,+რათა ვიცოცხლო;
ნუ გამაწბილებ.+
117 მხარში ამომიდექი, რომ გადავრჩე,+და მუდამ ჩავუკვირდები შენს წესებს.+
118 შენ უარყავი ყველა, ვინც არ იცავს შენს წესებს,+რადგან ცრუნი და მზაკვარნი არიან.
119 ხენჯივით აცილებ ყველა ბოროტს დედამიწას,+
ამიტომ მიყვარს შენი მითითებები.
120 ვცახცახებ შენი შიშით;ყველა შენი განაჩენი მოწიწებას მგვრის.
ע [აინ]
121 სამართლითა და სიმართლით ვმოქმედებ.
ნუ დამტოვებ მჩაგვრელთა ხელში!
122 გთხოვ, აღუთქვი შენს მსახურს, რომ მუდამ მის საკეთილდღეოდ იმოქმედებ;ნუ დააჩაგვრინებ ჩემს თავს კადნიერთ!
123 თვალები ამომიღამდა ხსნისა+და შენი სანდო დანაპირების შესრულების მოლოდინში.+
124 ურყევი სიყვარული* უჩვენე შენს მსახურს,+მასწავლე შენი წესები.+
125 შენი მსახური ვარ, მომეცი გონიერება,+რომ ჩავწვდე შენს მითითებებს.
126 დადგა იეჰოვას ამოქმედების ჟამი,+რადგან დაარღვიეს მათ შენი კანონი.
127 დიდად მიყვარს შენი მცნებები,ოქროზე, თვით ხალას ოქროზე ძვირფასია ისინი.+
128 ამიტომაც სწორად მივიჩნევ შენს ბრძანებებს+და მძულს სიცრუის გზა.+
פ [ფე]
129 საოცარია შენი მითითებები,
ამიტომაც ვიცავ მათ.
130 შენი გამჟღავნებული სიტყვა სინათლეა ჩვენთვის,+გამოუცდელს გონიერებას სძენს.+
131 ძლიერ მწადია შენი მცნებების მოსმენა,სუნთქვაშეკრული ველი.+
132 მომხედე და წყალობა მიყავი,+რადგან ასე ექცევი შენი სახელის მოყვარულთ.+
133 შენი სიტყვით წარმიმართე სავალი,ნუ დამიმონებს ბოროტება.+
134 მიხსენი მჩაგვრელისგანდა დავიცავ შენს ბრძანებებს.
135 შენი სახის ნათელი მოაფინე შენს მსახურს+და მასწავლე შენი წესები.
136 ცრემლები ღვარად ჩამომდის თვალებიდან,რადგან არ იცავს ხალხი შენს კანონს.+
צ [ცადე]
137 მართალი ხარ, იეჰოვა,+და სამართლიანია ყველა შენი განაჩენი.+
138 შენი მითითებები სამართლიანიადა ყოველმხრივ სანდო.
139 მოშურნეობით ავენთე*,+რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მოწინააღმდეგეებმა.
140 განწმენდილია შენი სიტყვა+და შენს მსახურს უყვარს იგი.+
141 ერთი უბრალო და მოძულებული კაცი ვარ,+მაგრამ მაინც მახსოვს შენი ბრძანებები.
142 მარად არსებულია შენი სიმართლე+
და ჭეშმარიტია შენი კანონი.+
143 გასაჭირი და უბედურება მატყდება თავს,მაგრამ კვლავაც ვხარობ შენი მცნებებით.
144 შენი მითითებები მუდამ სამართლიანია.
გონიერება მომეცი,+ რომ ვიცოცხლო.
ק [კოფ]
145 მთელი გულით გიხმობ და მიპასუხე, იეჰოვა!
დავიცავ შენს წესებს.
146 მოგიხმობ და მიხსენი!
დავიცავ შენს მითითებებს.
147 გარიჟრაჟამდე ვდგები, რომ შველა გთხოვო;+შენს სიტყვებზე ვარ დაიმედებული.
148 ჯერ კიდევ ღამის გუშაგობისას ვიღვიძებ,რომ ჩავუფიქრდე შენს სიტყვას.+
149 ისმინე ჩემი ხმა, რადგან ურყევია შენი სიყვარული*!+
იეჰოვა, მაცოცხლე, რადგან სამართლიანი ხარ.
150 საბოროტოდ მომდგომიან სამარცხვინო საქმის ჩამდენნი;არაფრად აგდებენ შენს კანონს.
151 ახლოს ხარ ჩემთან, იეჰოვა,+და ჭეშმარიტია ყველა შენი მცნება!+
152 დიდი ხნის წინათ შევიტყვე შენი მითითებები,სამარადისოდ რომ დაადგინე.+
ר [რეშ]
153 იხილე ჩემი გასაჭირი და მიხსენი,+რადგან არ დამვიწყებია შენი კანონი.
154 წარმართე ჩემი სასამართლო საქმე და დამიხსენი,+მაცოცხლე შენი დაპირებისამებრ.
155 ხსნა არ ეღირსებათ ბოროტებს,რადგან არ იკვლევენ შენს წესებს.+
156 დიდია შენი წყალობა, იეჰოვა,+
მაცოცხლე შენი სამართლიანობის გამო.
157 მდევნელი და მოწინააღმდეგე ბევრი მყავს,+მაგრამ არ ვარღვევ შენს მითითებებს.
158 ზიზღით შევყურებ ვერაგებს,რადგან არ იცავენ შენს სიტყვას.+
159 ხომ ხედავ, როგორ მიყვარს შენი ბრძანებები!
იეჰოვა, მაცოცხლე, რადგან ურყევია შენი სიყვარული*.+
160 შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა,+
მარადიულია შენი სამართლიანი გადაწყვეტილებები.
ש [სინ] ან [შინ]
161 უმიზეზოდ მდევნიან მთავრები,+მაგრამ მე მაინც კრძალვას მგვრის შენი სიტყვები!+
162 ისე მახარებს შენი სიტყვა,+როგორც დიდძალი ნადავლის ხელში ჩაგდება გაახარებდა კაცს.
163 მძულს და მეჯავრება სიცრუე,+შენი კანონი კი მიყვარს!+
164 დღეში შვიდჯერ გაქებ და გადიდებ,რადგან სამართლიანია შენი ყოველი განაჩენი!
165 მშვიდობა არ მოაკლდებათ შენი კანონის მოყვარულებს,+ვერაფერი დააბრკოლებს მათ.
166 ხსნას შენგან ველი, იეჰოვა,და ვიცავ შენს მცნებებს.
167 ვიცავ შენს მითითებებსდა უზომოდ მიყვარს ისინი.+
168 ვიცავ შენს ბრძანებებსა და მითითებებს,რადგან შენ კარგად უწყი, რასაც ვიქმ!+
ת [თავ]
169 მომისმინე, როცა საშველად გიხმობ, იეჰოვა!+
დამაბრძენე შენი სიტყვით.+
170 მოაღწიოს შენამდე ჩემმა ვედრებამ;
მიხსენი დაპირებისამებრ!
171 გაქონ და გადიდონ ჩემმა ბაგეებმა,+
რადგან მასწავლი შენს წესებს.
172 მართალია შენი მცნებები,
ამიტომაც ვიგალობებ შენს სიტყვებზე!+
173 გამომიწოდე დახმარების ხელი,+
რადგან ვემორჩილები შენს ბრძანებებს.+
174 შენგან მოველი ხსნას, იეჰოვა,
და მახარებს შენი კანონი!+
175 მაცოცხლე, რომ განგადიდო,+
შენი სამართალი იყოს ჩემი მშველელი.
176 დაკარგული ცხვარივით დავეხეტები.+ მოძებნე შენი მსახური,
მე ხომ არ დამვიწყებია შენი მცნებები!+
სქოლიოები
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ამ ფსალმუნში „მითითებად“ ნათარგმნი დედნისეული სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.
^ ან შესაძლოა: „რადგან შენ მმატებ გულდაჯერებულობას“. სიტყვასიტყვით — „რადგან შენ მიფართოებ გულს“.
^ ან შესაძლოა: „რომელიც შენს მოშიშთათვის არის“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „სიცრუით“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იგულისხმება ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „მოშურნეობამ შემჭამა“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

