ფსალმუნები 148:1—14

  • ყველა ქმნილებამ ადიდოს იეჰოვა.

    • „ადიდეთ იგი მისმა ანგელოზებმა“ (2).

    • ადიდონ იგი მზემ, მთვარემ და ვარსკვლავებმა (3).

    • ადიდონ ღმერთი მოხუცებმა თუ ბავშვებმა (12, 13).

148  ადიდეთ იაჰი*! ადიდეთ იეჰოვა, ზეცის მკვიდრნო,+ადიდეთ იგი, მაღლა დავანებულნო!  2  ადიდეთ იგი მისმა ანგელოზებმა,+ ადიდეთ იგი მისმა ლაშქარმა!+  3  ადიდეთ იგი, მზეო და მთვარეო, ადიდეთ იგი, მოციმციმე ვარსკვლავებო!+  4  ადიდეთ იგი, ზეცათა ზეცავ,და თქვენც, წყლებო ზეცის ზემოთ!  5  ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,რადგან მისი ბრძანებით შეიქმნენ.+  6  მისი წყალობით იარსებებენ ისინი მარადიულად, სამარადისოდ;+ დაუდგინა მათ წესი, რომელიც არ გაუქმდება.+  7  ადიდონ იეჰოვა დედამიწაზეზღვის დიდმა ცხოველებმა და ღრმა წყლებმა,  8  ელვამ და სეტყვამ,თოვლმა და სქელმა ღრუბლებმა,ქარიშხალმა, მისი სიტყვის შემსრულებელმა,+  9  მთებმა და გორებმა,+ხეხილმა და კედრებმა,+ 10  ნადირმა+ და პირუტყვმა,ქვეწარმავალმა და ფრინველმა, 11  დედამიწის მეფეებმა და ერებმა,მთავრებმა და დედამიწის მოსამართლეებმა,+ 12  ვაჟებმა და ასულებმა,მოხუცებმა და ბავშვებმა! 13  ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,რადგან მხოლოდ მისი სახელია აღმატებული!+ ცასა და დედამიწას სცდება მისი სიდიადე.+ 14  ის გააძლიერებს* თავის ხალხსდა განადიდებს თავის ერთგულებს,მასთან ახლოს მყოფ ისრაელ ერს. ადიდეთ იაჰი*!

სქოლიოები

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
სიტყვასიტყვით — „აუწევს რქას“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.