ფსალმუნები 147:1—20
147 ადიდეთ იაჰი*!
უნდა ვუგალობდეთ ჩვენს ღმერთს;რა საამო და ჯეროვანია მისი ქება!+
2 იეჰოვა აშენებს იერუსალიმს;+თავს უყრის გაფანტულ ისრაელებს.+
3 ის კურნავს გულგატეხილებსდა უხვევს ჭრილობებს.
4 ის თვლის ვარსკვლავებს,სახელით უხმობს თითოეულ მათგანს.+
5 დიდებულია ჩვენი უფალი და ძლევამოსილი;+განუზომელია მისი გონიერება.+
6 იეჰოვა ამაღლებს თვინიერებს,+ბოროტებს კი მიწაზე ამხობს.
7 უმღერეთ იეჰოვას სამადლობელი სიმღერა,უგალობეთ ქნარით ჩვენს ღმერთს,
8 მას, ვინც ღრუბლებით ფარავს ცას,აწვიმებს მიწას+ და მწვანე ბალახით+ მოსავს მთებს.
9 ის საკვებს+ აძლევს ცხოველებსდა ასაზრდოებს ყორნის აჩხავლებულ ბახალებს.+
10 არც ცხენის ძალა აკვირვებს+და არც კაცის ფეხმარდობა.+
11 იეჰოვას თავისი მოშიშები ჰგვრიან სიხარულს,+ისინი, ვისაც მისი ურყევი სიყვარულის* იმედი აქვთ.+
12 ადიდე იეჰოვა, იერუსალიმო,
ხოტბა შეასხი შენს ღმერთს, სიონო!
13 ის განამტკიცებს შენი კარიბჭეების ურდულებს;ის აკურთხებს შენს ძეებს;
14 მშვიდობას გაძლევს შენს მიწაზე+და საუკეთესო ხორბლით გაძღებს;+
15 ბრძანებას აძლევს დედამიწასდა სწრაფად ვრცელდება მისი სიტყვა;
16 მატყლივით ფარავს მიწას თოვლით+და ნაცარივით ფანტავს თრთვილს;+
17 პურის ნამცეცებივით ყრის სეტყვის მარცვლებს.+
ვინ გაუძლებს სუსხს?!+
18 ბრძანებს და დნება ყინულის მარცვლები.
ამოაგდებს ქარს+ და დენას იწყებენ წყლები.
19 თავის სიტყვას უცხადებს იაკობს,წესსა და სამართალს — ისრაელს.+
20 სხვა არცერთ ხალხზე არ უზრუნია ასე;+მათთვის უცნობია მისი სამართალი.
ადიდეთ იაჰი*!+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

