ფსალმუნები 15:1—5
დავითის საგალობელი.
15 იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში?
ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?+
2 ვინც უბიწოდ* დადის,+სიმართლეს იქმს+და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში;+
3 ცილს არავის სწამებს თავისი ენით,+ცუდს არაფერს უკეთებს თავის მოძმეს+და თავის მეგობარზე აუგს არ ამბობს;+
4 ვინც უარყოფს ყველა უვარგისს,+იეჰოვას მოშიშებს კი პატივს სცემს.
არ ცვლის დანაპირებს*, თუნდაც თავის საზიანოდ წარმოთქმულს;+
5 ფულს სარგებლით არ გასცემს+და არ იღებს ქრთამს უდანაშაულოს წინააღმდეგ;+
ასე მოქმედი მტკიცედ იდგება.+

