ფსალმუნები 5:1—12
გუნდის ხელმძღვანელს: ნეხილოთის* თანხლებით. დავითის საგალობელი.
5 იეჰოვა, ყური მიაპყარი ჩემს სიტყვებს,+ისმინე ჩემი ოხვრა.
2 ყურადღება მომაქციე, როცა შემოგღაღადებ,ჩემო მეფეო და ჩემო ღმერთო, რადგან შენ მოგმართავ ლოცვით.
3 დილით მოისმენ ჩემს ხმას, იეჰოვა,+დილით გაგანდობ ჩემს საწუხარს+ და მოუთმენლად დაგელოდები.
4 არ გსიამოვნებს ბოროტება, ღმერთო!+ვერ დამკვიდრდება შენთან ბოროტი.+
5 ვერ წარდგება ქედმაღალი შენ წინაშე;
შენ გძულს ყველა ავისმქნელი.+
6 შენ მოსპობ სიცრუის მთქმელს.+
იეჰოვა, შენ გძულს სისხლისმღვრელი და მზაკვარი.+
7 მე კი შენი ურყევი სიყვარულის* გამო+ მოვალ შენს სახლში+და შენდამი შიშით დავემხობი შენი წმინდა სამყოფლის წინ.+
8 იეჰოვა, შენი სიმართლით წამიძეხი, რადგან მტერი მახვევია გარს;დაუბრკოლებლად მატარე შენს გზაზე.+
9 მათი ნათქვამი სიტყვაც არ დაიჯერება,ღვარძლით არიან სავსე;მათი ყელი ღია სამარხიადა ენით პირფერობენ.+
10 ღმერთი დამნაშავედ ცნობს მათ,თავიანთივე ზრახვების გამო დაეცემიან.+
დაე განიდევნონ მრავალი დანაშაულის,თავიანთი ურჩობის გამო!
11 ყველა, ვინც თავს გაფარებს, გაიხარებს;+დღემუდამ სიხარულით იყიჟინებენ.
არავის მიუშვებ მათთან,შენი სახელის მოყვარულნი შენით გაიხარებენ.
12 შენ აკურთხებ ყველა მართალს, იეჰოვა;შენი კეთილგანწყობილება დიდი ფარივით იქნება მათთვის.+
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

