ფსალმუნები 123:1—4

  • იეჰოვასგან წყალობის მოლოდინი.

    • „როგორც მსახურები... ისე შევყურებთ იეჰოვას“ (2).

    • „საკმარისად ვიწვნიეთ სიძულვილი“ (3).

აღსავალი სიმღერა. 123  შენკენ აღვაპყრობ თვალებს,+ზეციურ ტახტზე მჯდომო.  2  როგორც მსახურები შეჰყურებენ თავიანთ ბატონსდა როგორც მოახლე — თავის ქალბატონს,ჩვენც ისე შევყურებთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს,+ სანამ წყალობის თვალით არ გადმოგვხედავს.+  3  წყალობა გვიყავი, იეჰოვა, წყალობა გვიყავი,რადგან უკვე საკმარისად ვიწვნიეთ სიძულვილი!+  4  საკმარისად ვიწვნიეთ თავდაჯერებულთა დაცინვადა ამპარტავანთა სიძულვილი.

სქოლიოები