ფსალმუნები 18:1—50

  • ღვთის განდიდება ხსნისთვის.

    • „იეჰოვაა ჩემი კლდე“ (2).

    • იეჰოვა ერთგულს ერთგულებით პასუხობს (25).

    • ღვთის გზა სრულყოფილია (30).

    • „შენი თავმდაბლობით განვდიდდები“ (35).

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის, იეჰოვას მსახურის, საგალობელი, რომელიც მაშინ უმღერა იეჰოვას, როცა იხსნა იგი იეჰოვამ ყველა მისი მტრის, მათ შორის, საულის ხელიდან. აი, რა თქვა მან:+ 18  მეყვარები, იეჰოვა, ჩემო ძალავ!+  2  იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი.+ ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა,+ თავს ვაფარებ მას,ჩემს ფარსა და ძლევამოსილ მხსნელს*, ჩემს თავშესაფარს.+  3  ვუხმობ იეჰოვას, დიდად საქებარს,ის დამიხსნის მტრებისგან.+  4  სიკვდილის საბელებით შევიკარი;+უვარგისი ხალხის მოზღვავებამ თავზარი დამცა.+  5  სამარის* საბელები შემომეხვიადა სიკვდილმა დამიგო მახე.+  6  გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას,შველას ვთხოვდი ჩემს ღმერთს; თავისი ტაძრიდან მოისმინა ჩემი ხმა,+მომისმინა, როცა შველას შევთხოვდი.+  7  შეირყა და შეიძრა დედამიწა,+შეტორტმანდა მთათა საძირკვლები, შეირყა მისი რისხვისგან.+  8  კვამლი გამოვარდა მისი ნესტოებიდანდა შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+გავარვარებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.  9  მოდრიკა ზეცა, როცა ჩამოდიოდა,+წყვდიადი იყო მის ფეხქვეშ.+ 10  ქერუბიმზე ამხედრებული მოფრინავდა,+ სულის ფრთებით* დაეშვა ძირს.+ 11  სიბნელე მოიბურა,+ თავის კარვად აქციასაავდრო სქელი ღრუბლები.+ 12  მის ბრწყინვალებაზესეტყვამ და ნაკვერჩხლებმა გამოარღვიეს ღრუბლები. 13  ციდან დაიქუხა იეჰოვამ,+უზენაესის ხმა გაისმა+და ჩამოცვივდა სეტყვა და ნაკვერჩხლები. 14  ისრები დაუშინა და დაფანტა მტრები;+გასტყორცნა ელვა და თავგზა აუბნია მათ.+ 15  იეჰოვა, შენმა რისხვამ,შენი ნესტოებიდან მონაბერმა ქარმაგააშიშვლა მდინარის კალაპოტები,+ გამოაჩინა მიწის საძირკვლები.+ 16  ჩამომწვდა, ხელი ჩამჭიდადა ღრმა წყლიდან ამომიყვანა.+ 17  მიხსნა ძლიერი მტრისგან,+ჩემს მოძულეთაგან, ჩემზე ძლიერთაგან.+ 18  გაჭირვებაში მყოფს დამიპირისპირდნენ,+მაგრამ იეჰოვა იყო ჩემი ბურჯი. 19  უსაფრთხო ადგილას გამომიყვანა,მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.+ 20  იეჰოვა მაჯილდოებს ჩემი სიმართლისამებრ,+მომიზღავს ჩემი უდანაშაულობისამებრ.+ 21  იეჰოვას გზებით დავდიოდი,ბოროტება არ ჩამიდენია, არ განვდგომივარ ჩემს ღმერთს. 22  არცერთი მისი მითითება არ დამვიწყებია;არ უკუვაგდებ მის წესებს. 23  უბიწო დავრჩები მის წინაშე+და თავს ავარიდებ დანაშაულს.+ 24  იეჰოვამ მომიზღას ჩემი სიმართლისამებრ,+მან მომაგოს ჩემი უდანაშაულობისამებრ!+ 25  ერთგულს ერთგულებით უპასუხებ,+უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი,+ 26  წრფელთან წრფელი იქნები,+მზაკვართან კი — გამჭრიახი.+ 27  საწყლებს იხსნი,+ამპარტავნებს კი ამცირებ.+ 28  იეჰოვა, შენ ანთებ ჩემს ლამპარს;ჩემი ღმერთი მინათებს ბნელს.+ 29  შენი შეწევნით მოთარეშეებს შევებრძოლები;+ჩემი ღვთის ძალით გალავანზეც გადავალ.+ 30  სრულყოფილია ღვთის გზა,+განწმენდილია იეჰოვას სიტყვა.+ ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+ 31  ვინ არის ღმერთი, თუ არა იეჰოვა?!+ ვინ არის კლდე, თუ არა ჩვენი ღმერთი?!+ 32  ღმერთი მმოსავს თავისი ძალით,+ის მომისწორებს გზას.+ 33  ირემივით ფეხმარდს გამხდის,მაღლობებზე დამაყენებს.+ 34  ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის,სპილენძის მშვილდს მოვზიდავ მკლავით. 35  შენს ფარს მაძლევ, რომ მიხსნა,+შენი მარჯვენაა ჩემი შემწე,შენი თავმდაბლობით განვდიდდები.+ 36  სავალ ბილიკს გამიფართოებდა ფეხი არ მომიცურდება.+ 37  დავედევნები ჩემს მტრებს და დავეწევი;არ დავბრუნდები, სანამ არ შეიმუსრებიან. 38  გავაცამტვერებ მათ, რომ ვეღარ წამოდგნენ;+ჩემს ფერხთით დაეცემიან. 39  შენ მომცემ ძალას საბრძოლველად;შენ დაამხობ ჩემს მტრებს ჩემ წინაშე.+ 40  შენ უკუაქცევ ჩემს მტრებსდა მე მოვსპობ ჩემს მოძულეებს.+ 41  შველას ითხოვენ, მაგრამ არ არის მხსნელი,შეღაღადებენ იეჰოვას, მაგრამ არ პასუხობს მათ. 42  მტვერს დავამსგავსებ, ქარი რომ წარიტაცებს,და ქუჩის ტალახივით მოვისვრი გარეთ. 43  შენ მიხსნი შარიანი ხალხისგან.+ შენ დამაყენებ ერების მთავრად;+ ჩემთვის უცხო ხალხი მომემსახურება.+ 44  ჩემზე გაგონილის გამოც კი დამემორჩილებიან;შიშისგან აცახცახდებიან ჩემ წინაშე უცხოტომელები.+ 45  მხნეობა დაეკარგებათ უცხოტომელებს,აცახცახებულები გამოვლენ თავიანთი ციხესიმაგრეებიდან. 46  ცოცხალი ღმერთია იეჰოვა! კურთხეული იყოს ჩემი კლდე!+ დიდება ღმერთს, ჩემს მხსნელს!+ 47  ღმერთი შურს იძიებს ჩემ გამო,+ის მიმორჩილებს ხალხებს; 48  ის მიხსნის მრისხანე მტრებისგან.მაღლა მაყენებ და ვეღარ მწვდებიან თავდამსხმელნი;+შენ მიხსნი მოძალადისგან. 49  ამიტომაც განგადიდებ ერებში, იეჰოვა,+ვუგალობებ შენს სახელს.+ 50  დიდებულ საქმეებს იქმს თავისი მეფის სახსნელად,+ურყევია მისი სიყვარული* თავისი ცხებულის მიმართ,+დავითისა და მისი შთამომავლობის მიმართ მარადიულად!+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ხსნის რქას“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „ქარის ფრთებით“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).