ფსალმუნები 28:1—9

  • იეჰოვამ შეისმინა ფსალმუნმომღერლის ლოცვა.

    • „იეჰოვაა ჩემი ძალა და ფარი“ (7).

დავითის ფსალმუნი. 28  შენ მოგიხმობ, იეჰოვა, ჩემო კლდეო,+ყურს ნუ დაიხშობ! თუ დადუმდები,საფლავში ჩამავალს დავემსგავსები.+  2  ისმინე ჩემი ვედრება, როცა შველას გთხოვ,როცა ხელებს აღვაპყრობ შენი წმინდათაწმინდისკენ.+  3  ნუ განმსჯი ბოროტებთან, სიავის მქნელებთან ერთად,+თავიანთ მოძმეებს ტკბილად რომ ელაპარაკებიან, გულში კი ბოროტება აქვთ.+  4  მიაგე მათ მათი საქმეებისამებრ,+მათი ბოროტებისამებრ; თავიანთი ნამოქმედარისამებრ მიაგე მათ,რაც დაიმსახურეს, ის მიუზღე,+  5  რადგან არაფრად აგდებენ იეჰოვას საქმეებსა+და მის ხელთა ნამოქმედარს.+ ის დასცემს მათ და აღარ წამოაყენებს.  6  დიდება იეჰოვას,რადგან შეისმინა ჩემი ვედრება, შველას რომ ვთხოვდი.  7  იეჰოვაა ჩემი ძალა+ და ფარი,+გულით ვენდობი მას.+ შემეწია იგი და გული გამიხალისა,ამიტომაც ვუგალობებ მას.  8  იეჰოვა ძალაა თავისი ხალხისთვის,ციხესიმაგრეა, თავისი ცხებულის დიდებული მხსნელი.+  9  იხსენი შენი ხალხი, აკურთხე შენი საკუთრება!+ მწყემსე ისინი და ხელში აყვანილი ატარე მარადიულად!+

სქოლიოები