ფსალმუნები 64:1—10
-
„დამიცავი მტრისგან“.
-
„ისარს ესვრის მათ ღმერთი“ (7).
-
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.
64 ისმინე, ღმერთო, ჩემი ვედრება.+
დამიცავი მტრისგან, თავზარს რომ მცემს.
2 დამიფარე ბოროტმოქმედთა მუხანათური ჩანაფიქრისგან,+ავისმქნელთაგან.
3 მათ მახვილივით აილესეს ენებიდა მწარე სიტყვები ისრებივით მომართეს,
4 საფრიდან რომ ესროლონ მართალს;არ ეშინიათ, ისე ესვრიან მოულოდნელად.
5 ერთმანეთს საბოროტოდ აქეზებენ,ბჭობენ, როგორ დააგონ მახე;
ამბობენ, ვინ შეამჩნევსო.+
6 სულ იმაზე ფიქრობენ, კიდევ როგორ იბოროტონ;ჩუმად აწყობენ მზაკვრულ გეგმებს,+ჩაუწვდომელია მათი გულის ზრახვები.
7 ისარს ესვრის მათ ღმერთი;+მოულოდნელად დაიჭრებიან ისინი.
8 მათივე ენა გახდება მათი დაცემის მიზეზი.+ყველა მათი შემხედვარე თავის ქნევას მოჰყვება.
9 მაშინ ყველას შიში აიტანს,გააცხადებენ, რა მოიმოქმედა ღმერთმადა ჩასწვდებიან მის საქმეებს.+
10 მართალი გაიხარებს იეჰოვათი და მას შეაფარებს თავს;+ყველა გულმართალი იამაყებს.

