ფსალმუნები 107:1—43
107 მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია* იგი,+მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!+
2 ილაპარაკონ ეს იეჰოვას გამოსყიდულებმა,მოწინააღმდეგეთა ხელიდან დახსნილებმა,+
3 სხვადასხვა ქვეყნიდან რომ შეკრიბა მან,+აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან,ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.+
4 დაეხეტებოდნენ ისინი უდაბნოში, უკაცრიელ ადგილას;გზას ვერ იგნებდნენ ქალაქისკენ, სადაც დამკვიდრდებოდნენ.
5 მშიერ-მწყურვალნი იყვნენ,ღონემიხდილნი და დაუძლურებულნი.
6 გასაჭირში იეჰოვას შეღაღადებდნენ+და ისიც იხსნიდა მათ გაჭირვების ჟამს.+
7 სწორი გზით დაატარებდა,+რათა მიეყვანა ქალაქში, სადაც დამკვიდრდებოდნენ.+
8 მადლობდეს ხალხი იეჰოვას+ მისი ურყევი სიყვარულისა*და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!+
9 მან წყალი მისცა მწყურვალსდა სიკეთე არ მოაკლო მშიერს.+
10 ბნელსა და უკუნში ცხოვრობდნენტანჯული და შებორკილი ტყვეები,
11 რადგან ეურჩნენ ღვთის სიტყვასდა უზენაესის რჩევა არაფრად ჩააგდეს.+
12 მან გასაჭირით მოდრიკა მათი გული;+დაეცნენ ისინი და არავინ იყო მათი მშველელი.
13 საშველად მოუხმეს იეჰოვასდა მანაც იხსნა ისინი გაჭირვების ჟამს.
14 ბნელიდან და უკუნიდან გამოიყვანა და დახსნა ბორკილები.+
15 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი ურყევი სიყვარულისა*+და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!
16 მან დალეწა სპილენძის კარებიდა დაამტვრია რკინის ურდულები.+
17 უგუნურები იყვნენ და უბედურება დაიტეხეს თავს+თავიანთი შეცდომებისა და დანაშაულის გამო.+
18 შესძაგდათ ყოველგვარი საკვები;სიკვდილის კარიბჭეებს მიადგნენ.
19 საშველად უხმობდნენ იეჰოვასდა ისიც იხსნიდა მათ გაჭირვების ჟამს.
20 ბრძანებდა და ისინიც მისი სიტყვისამებრ იკურნებოდნენ,+ამოჰყავდა ორმოში ჩაცვენილნი.
21 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი ურყევი სიყვარულისა*და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!
22 სამადლობელი მსხვერპლი შესწირონ მას+და სიხარულის ყიჟინით აუწყონ მისი საქმეები.
23 ვინც ზღვაში მოგზაურობენდა ხომალდებით აპობენ წყლებს სავაჭროდ,+
24 ხედავენ იეჰოვას საქმეებს,ამჩნევენ მის საოცრებებს წყლის სიღრმეებში,+
25 როგორ ვარდება ქარიშხალი მის სიტყვაზე+და როგორ ზვირთდებიან ზღვის ტალღები.
26 ხან ცად ტყორცნის მათ ტალღებიდა ხანაც ზღვის სიღრმეში ინთქმებიან;
გული მისდით გარდაუვალი უბედურების გამო.
27 მთვრალი კაცივით ქანაობენ და ბარბაცებენ,აღარაფერში არგიათ თავიანთი სიმარჯვე.+
28 საშველად უხმობენ იეჰოვას+და ისიც იხსნის მათ.
29 ის აცხრობს ქარიშხალსდა წყნარდებიან ზღვის ტალღები.+
30 სიმშვიდე ისადგურებს და ხარობენ ისინი;უსაფრთხო ნავსაყუდლისკენ მიუძღვის მათ.
31 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი ურყევი სიყვარულისა*და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!+
32 ადიდონ იგი შესაკრებელში+და აქონ უხუცესთა კრებულში.
33 მდინარეებს უდაბნოდ აქცევსდა წყაროებს — ხრიოკად,+
34 ნაყოფიერ მიწას — მარილოვან მიწად+იქ მცხოვრებთა ბოროტების გამო.
35 უდაბნოს ლერწმიან ტბორად აქცევსდა უწყლო მიწას — წყაროებად.+
36 იქ ასახლებს მშივრებს,+რათა დააარსონ ქალაქი და იცხოვრონ იქ.+
37 თესავენ ხორბალს და ყრიან ვაზს;+იღებენ უხვ მოსავალს.+
38 აკურთხებს მათ და მრავლდებიან;არ აკლდებათ პირუტყვი.+
39 მაგრამ ჩაგვრის, უბედურებისა და მწუხარების გამოკვლავ დაცოტავდება და დამცირდება ხალხი.
40 თავლაფს ასხამს დიდებულებსდა ახეტიალებს უკაცრიელ ადგილას.+
41 საწყალს კი იცავს ჩაგვრისგან+და ფარასავით ამრავლებს მის ოჯახს.
42 მართლები ხედავენ ამას და ხარობენ,+უმართლოები კი კრინტსაც ვერ ძრავენ.+
43 დააკვირდება ყოველივეს ბრძენი+და ჩაუკვირდება იეჰოვას ურყევ სიყვარულს*.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

