ფსალმუნები 108:1—13

  • ლოცვა მტრებზე გასამარჯვებლად.

    • „ვერ გვიხსნის კაცი“ (12).

    • „ღმერთი მოგვცემს ძალას“ (13).

დავითის საგალობელი. 108  მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო, ავაჟღერებ საკრავს და გიგალობებ მთელი გულით.+  2  გამოიღვიძე, სიმებიანო საკრავო, და შენც, ქნარო!+ გამოვაღვიძებ განთიადს.  3  ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,ერებს შორის გიგალობებ!  4  განუზომელია შენი სიყვარული* და ცამდე აღწევს,+შენი ერთგულება ღრუბლებს სწვდება.  5  ღმერთო, ცას ასცდეს შენი დიდება!განდიდდი მთელ დედამიწაზე!+  6  გვიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე,რათა გადარჩეს შენი საყვარელი ხალხი.+  7  ღმერთმა თქვა თავისი სიწმინდით*: „გავიხარებ და შექემს+ მივცემ სამკვიდროდ ჩემს ხალხსდა სუქოთის ველს+ მივუზომავ.  8  ჩემია გალაადიც+ და მენაშეც,ეფრემი მუზარადივით მხურავს,+იუდა კი მთავრის კვერთხივით მიპყრია.+  9  მოაბი+ ჩემი დასაბანი ჭურჭელია. ედომზე მოვისვრი ჩემს სანდალს.+ გამარჯვების ყიჟინას დავცემ ფილისტიმს“.+ 10  ვინ მიმიყვანს გამაგრებულ ქალაქამდე?! ვინ წამიძღვება ედომამდე?!+ 11  განა შენ არ გვაქციე ზურგი, ღმერთო,ჩვენო ღმერთო, და აღარ მიუძღვი ჩვენს ლაშქარს?!+ 12  დაგვეხმარე გაჭირვების ჟამს,+რადგან ვერ გვიხსნის კაცი.+ 13  ღმერთი მოგვცემს ძალას+და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს!+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „თავის წმინდა სამყოფელში“.