ფსალმუნები 65:1—13

  • ღმერთი დედამიწაზე ზრუნავს.

    • ღმერთი ლოცვების მომსმენია (2).

    • „ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ“ (4).

    • ღვთის განუზომელი სიკეთე (11).

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. 65  ღმერთო, შენი ქება გაისმება სიონში;+შეგისრულებთ აღთქმებს.+  2  ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყველანაირი ადამიანი.+  3  ჩემმა შეცდომებმა მშთანთქა,+მაგრამ შენ გვპატიობ ცოდვებს.+  4  ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებშენს ეზოებში დასამკვიდრებლად.+ ავივსებით იმ კურთხევებით, შენს სახლში რომ არის,+შენს წმინდა ტაძარში.+  5  შენი სიმართლისამებრ შიშის მომგვრელი საქმეებით+ გვიპასუხებ,ღმერთო, ჩვენო მხსნელო;შენ ხარ დედამიწის კიდეებსა+თუ შორეულ ზღვისპირეთში მცხოვრებთა იმედი.  6  მტკიცედ დააფუძნე მთები შენი ძალით;ძლიერებით ხარ მოსილი.+  7  შენ აწყნარებ ბობოქარ ზღვებს,+მგრგვინავ ტალღებსა და მღელვარე ერებს.+  8  შენი ნამოქმედარის გამო შიში შეიპყრობთ შორეული მხარეების მკვიდრთ;+შენი წყალობით ყველა სიხარულით იყიჟინებს მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე.  9  ღმერთო, შენ ზრუნავ დედამიწაზე,აძლევ ხვავსა და ბარაქას,+ წყლით ავსებ მდინარეებს,მარცვლეულს აძლევ ადამიანებს;+ასე გაქვს შექმნილი დედამიწა. 10  შენ რწყავ მის კვლებს და ასწორებ მის ხნულებს;შხაპუნა წვიმებით ალბობ მას და აკურთხებ მის ამონაყარს.+ 11  შენი სიკეთით* აგვირგვინებ წელიწადს;ხვავი და ბარაქაა შენს გზასავალზე.+ 12  აბიბინებულა საძოვრები უდაბნოში+და სიხარული გამეფებულა გორებზე.+ 13  ფარებით მოფენილა საძოვრებიდა მარცვლეულით ავსებულა მინდვრები;+ სიხარულით ყიჟინებენ და მღერიან ისინი.+

სქოლიოები