ფსალმუნები 120:1—7

  • ხიზანი მშვიდობას ნატრობს.

    • „დამიხსენი... მზაკვარი ენისგან“ (2).

    • „მშვიდობა მსურს“ (7).

აღსავალი სიმღერა*. 120  გაჭირვების ჟამს მოვუხმე იეჰოვას+და მანაც მიპასუხა.+  2  იეჰოვა, დამიხსენი ცრუ ბაგისადა მზაკვარი ენისგან.  3  აი, რას გიზამს და რას დაგმართებს იგი,მზაკვარო ენავ!+  4  მეომრის ბასრი ისრებითა+და ალმოდებული ბუჩქის ნაკვერჩხლებით+ დაგსჯის!  5  მეშექს+ შეხიზნულივით ვარ, მე უბედური, თითქოს კარვებში ვცხოვრობდე კედარში!+  6  დიდი ხანია, მათ შორის ვცხოვრობ,ვისაც მშვიდობა სძულს.+  7  მე კი მშვიდობა მსურს, მაგრამ ხმას ვიღებ თუ არა,ისინი საომრად ირაზმებიან.