ფსალმუნები 66:1—20
გუნდის ხელმძღვანელს. საგალობელი.
66 სიხარულით შეჰყიჟინეთ ღმერთს,დედამიწის მკვიდრნო.+
2 უგალობეთ მის დიდებულ სახელს.
ხოტბა შეასხით მას და განადიდეთ.+
3 უთხარით ღმერთს: „რაოდენ შიშის მომგვრელია შენი საქმეები!+
შენი უსაზღვრო ძალის გამოშიშით აკანკალდებიან შენი მტრები.+
4 დედამიწის მკვიდრნი დაემხობიან შენ წინაშე;+გიგალობებენ, უგალობებენ შენს სახელს“.+ (სელა)
5 მოდით და იხილეთ ღვთის საქმეები;
კრძალვის მომგვრელია ყველაფერი, რაც კი რამ გაუკეთებია კაცთათვის.+
6 ზღვა ხმელეთად აქცია;+მდინარე ფეხით გადაკვეთა ხალხმა.+
იქ გაიხარეს მისით.+
7 მარადიულად მეფობს+ თავისი ძალით.
ხალხებს აკვირდება მისი თვალები.+
თავი არ უნდა განიდიდონ ჯიუტებმა.+ (სელა)
8 ხალხებო, განადიდეთ ჩვენი ღმერთი,+დაე ყველამ მოისმინოს მისი საქებარი სიტყვები!
9 ის სიცოცხლეს გვინარჩუნებს,+იცავს ჩვენს ფეხს წაბორძიკებისგან.+
10 შენ შეგვამოწმე, ღმერთო,+ისე განგვწმინდე, როგორც ვერცხლს წმენდენ.
11 ბადეში გაგვაბი,მძიმე ტვირთი აგვკიდე.
12 მოკვდავ კაცს გაათელვინე ჩვენი თავი.ცეცხლსა და წყალში გამოგვატარე;შემდეგ კი სამშვიდობოს გაგვიყვანე.
13 მთლიანად დასაწვავი მსხვერპლით მოვალ შენს სახლში+და შეგისრულებ აღთქმებს,+
14 ჩემი პირით დადებულსა+და ჩემი ბაგით წარმოთქმულს გაჭირვების ჟამს.
15 ნასუქ პირუტყვს შემოგწირავ მთლიანად დასაწვავ მსხვერპლად,ვერძებს აღგივლენ.
შემოგწირავ მოზვრებსა და ვაცებს. (სელა)
16 მოდით და მომისმინეთ, ღვთისმოშიშნო,გიამბობთ, რა გააკეთა მან ჩემთვის.+
17 მოვუხმე მას ჩემი ბაგით,განვადიდე ის ჩემი ენით.
18 სიავე რომ მქონოდა გულში,არ მომისმენდა იეჰოვა,+
19 მაგრამ მომისმინა ღმერთმა,+ყურად იღო ჩემი ლოცვა.+
20 დიდება ღმერთს, რომელმაც არ უგულებელყო ჩემი ლოცვადა არ დაიშურა ჩემდამი სიყვარული*!
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

