ფსალმუნები 8:1—9

  • ღვთის დიდება და კაცთა ღირსება.

    • „რა დიდებულია შენი სახელი!“ (1, 9).

    • „ვინ არის მოკვდავი კაცი“ (4).

    • ღმერთმა ადამიანს სიდიადის გვირგვინი დაადგა (5).

გუნდის ხელმძღვანელს: გითითი*. დავითის საგალობელი. 8  ო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე, ჩვენო უფალო, იეჰოვა!ცაზე აღმატებულია შენი დიდება*!+  2  ბავშვებისა და ჩვილების პირით+ აჩვენე ძალაშენს მოწინააღმდეგეებს,რომ დაადუმო შენი მტერი და შურისმაძიებელი.  3  როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს,მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი,+  4  ვფიქრობ: ვინ არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს,ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?!+  5  ღვთის მსგავსებზე* ოდნავ დაბლა დააყენე იგიდა დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი.  6  შენს ხელთა ქმნილებაზე გააბატონე+და ყოველივე მას დაუმორჩილე:  7  ყველანაირი პირუტყვითუ ტრიალი მინდვრის ცხოველი,+  8  ცის ფრინველი და ზღვის თევზი,ყველაფერი, რაც ზღვის ბილიკებით დადის.  9  ო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე, ჩვენო უფალო, იეჰოვა!

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ცის ზემოთ აუწყებენ შენს დიდებას“.
სხვაგვარად — „ანგელოზებზე“.