ფსალმუნები 41:1—13

  • სნეულის ლოცვა.

    • ღმერთი მხარში ამოუდგება ავადმყოფს (3).

    • მოღალატე მეგობარი (9).

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი. 41  ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს;+იეჰოვა იხსნის მას უბედურების ჟამს.  2  იეჰოვა დაიცავს მას და აცოცხლებს. ბედნიერს უწოდებენ მას დედამიწაზე;+მის მტრებს არ აასრულებინებ საწადელს.+  3  იეჰოვა მხარში ამოუდგება მას ავადმყოფობის დროს;+შვებას მოჰგვრი სნეულს სარეცელზე.  4  ვთქვი: „წყალობა მიყავი, იეჰოვა!+ განმკურნე,+ რადგან შეგცოდე“.+  5  ჩემი მტრები ავს ამბობენ ჩემზე, როდის მოკვდება და მოისპობაო მისი სახსენებელი.  6  როცა ჩემ სანახავად მოდიან, ცრუობენ, დადარაჯებულნი არიან,რომ შემდეგ ჩემ საზიანოდ სხვებთან ილაპარაკონ.  7  ჩემი მოძულეები ერთმანეთს ეჩურჩულებიან,ბოროტებას იზრახავენ ჩემ წინააღმდეგ:  8  საშინელი რამ დაატყდა თავს,ლოგინად ჩავარდა და ვეღარ ადგებაო.+  9  მეგობარმა, რომელსაც ვენდობოდი+და რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი.+  10  შენ კი, იეჰოვა, წყალობა მიყავი და წამომაყენე,რომ საკადრისი მივუზღა მათ.  11  ჩემს მტერს ჩემი უბედურებით რომ არ გაახარებ, მივხვდები, რომ მიწონებ.+  12  შენდამი ერთგულების* გამო მხარში მიდგახარ;+მუდამ შენ წინაშე გეყოლები.+  13  იდიდოს იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა,მარადიულად!+ ამინ, ამინ!

სქოლიოები