ფსალმუნები 140:1—13

  • იეჰოვა ძლევამოსილი მხსნელია.

    • ბოროტები გველებივით სისინებენ (3).

    • მოძალადე დაეცემა (11).

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა. 140  მიხსენი, იეჰოვა, ბოროტი ხალხისგან,დამიცავი მოძალადეებისგან,+  2  რომლებიც გულში მზაკვრობას იზრახავენ+და დღემუდამ შუღლს თესავენ.  3  გველებივით ასისინებენ ენებს;+გველგესლასავით შხამი აქვთ ბაგეზე.+ (სელა)  4  დამიცავი, იეჰოვა, ბოროტის ხელიდან,+დამიფარე მოძალადე კაცისგან,მისგან, ვისაც ჩემი დაცემა სწადია.  5  ქედმაღალმა ხალხმა ხაფანგი დამიგო;ბადეს შლიან თოკებით გზის პირას,+ მახეებს მიგებენ.+ (სელა)  6  ვუთხარი იეჰოვას: „შენ ხარ ჩემი ღმერთი; მისმინე, იეჰოვა, როცა შველას გთხოვ“.+  7  იეჰოვა, უზენაესო უფალო, ჩემო ძლევამოსილო მხსნელო,მუზარადივით ხარ ჩემთვის ბრძოლის დროს.+  8  იეჰოვა, ნუ შეუსრულებ ბოროტებს გულის წადილს, ჩაუშალე გეგმები, რათა არ განდიდდნენ. (სელა)+  9  მათვე დაატყდეთ თავს მათი ბოროტება,ვინც გარს შემომხვევია და აუგს ამბობს ჩემზე.+ 10  დაე მოგიზგიზე ნაკვერჩხლებმა იწვიმოს მათ თავზე,+ ცეცხლმა შთანთქას ისინი,ღრმა ორმოში დაინთქან,+ რომ ვეღარასდროს წამოდგნენ! 11  ნუ დამკვიდრდებიან დედამიწაზე ცილისმწამებლები!+ ბოროტება ეწიოს მოძალადეს და დასცეს. 12  ვიცი, რომ იეჰოვა დაიცავს ჩაგრულსდა სამართალს გაუჩენს ღარიბს.+ 13  მართლები მადლობას შესწირავენ შენს სახელს;წრფელები დამკვიდრდებიან შენ წინაშე.+

სქოლიოები