ფსალმუნები 30:1—12

  • გლოვას სიხარული ცვლის.

    • ღვთის კეთილგანწყობა მთელი სიცოცხლე გრძელდება (5).

საგალობელი სახლის მიძღვნისთვის. დავითის ფსალმუნი. 30  განგადიდებ, იეჰოვა, რადგან წამომაყენედა ჩემი მტერი არ გაახარე ჩემი უბედურებით.+  2  იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შველა გთხოვე და შენც განმკურნე.+  3  იეჰოვა, შენ ამომიყვანე* სამარიდან*,+ ცოცხალი დამტოვე და საფლავისთვის არ გამიმეტე.+  4  უგალობეთ იეჰოვას, ერთგულნო მისნო,+მადლობდეთ მის წმინდა სახელს,+  5  რადგან მცირე ხანს გრძელდება მისი რისხვა,+მისი კეთილგანწყობა კი — მთელი სიცოცხლე;+ საღამოს თუ გლოვა დაისადგურებს, დილით მას სიხარულის ყიჟინი შეცვლის.+  6  უშფოთველად მყოფმა ვთქვი, არასოდეს წავიფორხილებ-მეთქი.  7  იეჰოვა, შენი წყალობის ჟამს მთასავით გყავდი განმტკიცებული,+ მაგრამ, როცა პირი იბრუნე ჩემგან, შევძრწუნდი.+  8  იეჰოვა, შენ მოგიხმობდი;+წყალობას შევთხოვდი იეჰოვას.  9  რა ხეირი, თუ მოვკვდები, თუკი საფლავში ჩავალ?!+ განა შეგასხამს მტვერი ხოტბას?!+ განა ილაპარაკებს შენს ერთგულებაზე?!+ 10  მისმინე, იეჰოვა, და წყალობა მიყავი!+ შემეწიე, იეჰოვა!+ 11  შენ გლოვა ცეკვად მიქციე,ჯვალოს სამოსი გამხადე და სიხარულით შემმოსე, 12  რომ გიგალობო და არ დავდუმდე. იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მარადიულად შეგასხამ ხოტბას!

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ჩემი სული“; ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).