ფსალმუნები 81:1—16
გუნდის ხელმძღვანელს: გითითი*. ასაფის ფსალმუნი.+
81 სიხარულით შესძახეთ ღმერთს, ჩვენს ძალას!+
შეჰყიჟინეთ იაკობის ღმერთს!
2 სიმღერა შემოსძახეთ და აიღეთ დაირატკბილხმოვან ქნართან და სხვა სიმებიან საკრავთან ერთად!
3 ახალმთვარობისას ჩაჰბერეთ საყვირს;+ჩაჰბერეთ საყვირს სავსემთვარობისას, ჩვენი დღესასწაულის დღეს,+
4 რადგან ეს არის წესი ისრაელისთვის,იაკობის ღვთის დადგენილება;+
5 იოსებს დაუდგინა ის,+როცა ეგვიპტის წინააღმდეგ გამოვიდა ღმერთი.+
გავიგონე ხმა, ჩემთვის უცხო:
6 „მხრიდან ჩამოვხსენი ტვირთი,+ხელიდან გამოვართვი კალათა.
7 გასაჭირის ჟამს მომიხმე და გიხსენი;+საავდრო ღრუბლიდან გიპასუხე.+
მერიბას* წყალთან გამოგცადე.+ (სელა)
8 მომისმინე, ჩემო ხალხო, და შენ წინააღმდეგ დავამოწმებ.
ნეტავ ყურს დამიგდებდე, ისრაელო!+
9 მაშინ არ გეყოლებოდა სხვა ღმერთი,თაყვანს არ სცემდი სხვა ღმერთს.+
10 მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,ეგვიპტიდან შენი გამომყვანი.+
გააღე პირი და არ მოგაკლებ საკვებს.+
11 მაგრამ არ მომისმინა ჩემმა ხალხმა,არ მემორჩილებოდა ისრაელი.+
12 მეც მივუშვი ისინი, რომ თავიანთი ჯიუტი გულის კარნახს მიჰყოლოდნენ;რაც თავად მიაჩნდათ სწორად, იმას აკეთებდნენ.+
13 ნეტავ ჩემთვის მოესმინა ჩემს ხალხს,+ნეტავ ჩემი გზით ევლო ისრაელს!+
14 ადვილად დავიმორჩილებდი მათ მტრებს,მათ მოწინააღმდეგეებზე გავილაშქრებდი.+
15 იეჰოვას მოძულენი შიშით აცახცახდებიან მის წინაშე,მარადიული იქნება მათი სასჯელი.
16 ის საუკეთესო ხორბლით გამოკვებავს თავის ხალხს+და კლდიდან ამოღებული თაფლით გააძღებს“.+

