ფსალმუნები 22:1—31

  • უიმედობას ღვთის განდიდება ცვლის.

    • „ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ (1).

    • „წილს ყრიან ჩემს სამოსელზე“ (18).

    • ღვთისთვის ხოტბის შესხმა დიდ კრებულში (22, 25).

    • დედამიწის ყველა ხალხი თაყვანს სცემს ღმერთს (27).

გუნდის ხელმძღვანელს: „ფურირემი ცისკარზე“*. დავითის საგალობელი. 22  ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?+ რატომ ხარ შორს და არ მშველი?რატომ ხარ შორს და არ გესმის ჩემი კვნესა?+  2  ჩემო ღმერთო, დღისით გიხმობ, მაგრამ არ მპასუხობ,+ღამითაც არ ვდუმდები.  3  წმინდა ხარ,+ყოველი მხრიდან გიძღვნის ქებას ისრაელი.  4  შენ გენდობოდა ჩვენი მამა-პაპა,+გენდობოდნენ და შენც იხსნიდი მათ.+  5  შენ შემოგღაღადებდნენ და თავს აღწევდნენ საფრთხეს;შენ გენდობოდნენ და არ გაწბილებულან.+  6  თითქოს კაცი კი არა, მატლი ვიყო,კაცთაგან ნაძრახი და ხალხთაგან მოძულებული.+  7  ვინც კი მხედავს, ყველა დამცინის,+სასაცილოდ მიგდებენ და ზიზღით თავს აქნევენ:+  8  „იეჰოვას მიენდო და მან გადაარჩინოს, მან იხსნას, რაკი ასე ძვირფასია მისთვის!“+  9  შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან+და მის მკერდზე დამამშვიდე.  10  დაბადებიდან ჩემზე ზრუნავ;დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი. 11  ნუ გამშორდები, რადგან კარს მომდგომია გასაჭირი+და შენ გარდა არ მყავს მშველელი.+ 12  მოზვრები მახვევია გარს,+ბაშანის ძლიერი ხარები შემომრტყმიან.+ 13  ჩემ წინააღმდეგ დააღეს ხახა+მბრდღვინავი ლომივით, მსხვერპლს რომ გლეჯს.+ 14  წყალივით დავიღვარე,ჩემი ძვლები ერთმანეთს დაშორდა; ცვილივით გამიხდა გული,+მკერდში ჩამადნა.+  15  თიხის ჭურჭლის ნატეხივით გამოვიფიტე,+ენა სასაზე მიმეკრა,+სიკვდილის მტვერში ჩამიყვანე.+ 16  მტრები ძაღლებივით დამეხვივნენ,+ბოროტმოქმედთა ხროვასავით შემომერტყნენ;+ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს.+ 17  ყველა ძვალი დამეთვლება.+ მიყურებენ და მომჩერებიან ისინი.  18  ჩემს მოსასხამს ინაწილებენდა წილს ყრიან ჩემს სამოსელზე.+  19  შენ კი, შორს ნუ იქნები, იეჰოვა!+ იჩქარე ჩემ დასახმარებლად, ჩემო ძალავ!+ 20  მიხსენი მახვილისგან,იხსენი ჩემი ძვირფასი სიცოცხლე ძაღლის ბრჭყალებისგან;+ 21  მიხსენი ლომის ხახისგან+ და გარეული ხარის რქებისგან,მიპასუხე და გადამარჩინე. 22  ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს;+კრებულში მოგიძღვნი ქებას.+ 23  იეჰოვას მოშიშნო, ქება უძღვენით მას! იაკობის შთამომავალნო, განადიდეთ იგი!+ გეშინოდეთ მისი, ისრაელის შთამომავალნო! 24  ვინაიდან არც აბუჩად აუგდია და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო;+ პირი არ მოურიდებია მისთვის+ და, როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას.+ 25  ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში;+ჩემს აღთქმებს შევასრულებ შენს მოშიშთა წინაშე. 26  თვინიერები შეჭამენ და გაძღებიან;+ქებას მიუძღვნიან იეჰოვას მისი მაძიებლები.+ მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები! 27  დედამიწის კიდით კიდემდე გაიხსენებენ იეჰოვას და დაუბრუნდებიან მას, დედამიწის ყველა ხალხი თაყვანს სცემს მას.+ 28  იეჰოვასია მეფობა,+ის არის ხალხთა მმართველი. 29  ამა ქვეყნის მდიდრები შეჭამენ და პირქვე დაემხობიან,მუხლს მოიყრის მის წინაშე ყველა, ვინც მიწის მტვერს უბრუნდება;ვერავინ გადაირჩენს თავს. 30  მას ემსახურებიან მათი შთამომავლები;იეჰოვას შესახებ ეუწყება მომავალ თაობას. 31  მოვლენ და აუწყებენ მის სიმართლეს; მოუთხრობენ მისი საქმეების შესახებ მათ, ვინც დაიბადება.

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდეს მუსიკალური ტონალობა.