ფსალმუნები 69:1—36

  • ლოცვა ხსნისთვის.

    • „შენი სახლისადმი მოშურნეობით ავენთე“ (9).

    • „სწრაფად მიპასუხე“ (17).

    • წყურვილის მოსაკლავად ძმრის მიცემა (21).

გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. დავითის ფსალმუნი. 69  მიხსენი, ღმერთო, რადგან ლამის დამახრჩოს წყალმა.+ 2  ჭაობში ჩავეფალი და ვერსად მოვიკიდე ფეხი.+ ღრმა წყალში შევედი და სწრაფმა დინებამ წამიღო.+  3  დავიქანცე ყვირილით,+ ხმა ჩამეხლიჩა;თვალები ამომიღამდა ჩემი ღვთის მოლოდინში.+  4  უმიზეზოდ მოძულენი+ იმაზე მეტად მომიმრავლდნენ,ვიდრე თმა მაქვს თავზე; მომრავლდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი,მუხანათი მტრები. ის წამართვეს, რაც არ მომიპარავს.  5  ღმერთო, შენ იცი, რაოდენ უგუნური ვარ,და ჩემი დანაშაული არაა დაფარული შენგან.  6  ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი,უზენაესო უფალო, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა! ნუ დამცირდებიან შენი მაძიებელნი ჩემ გამო,ისრაელის ღმერთო!  7  შენ გამო ვიტან შეურაცხყოფას,+მეტისმეტად დამცირებული ვარ.+  8  გავუცხოვდი ჩემი ძმებისთვის,უცხო გავხდი დედაჩემის ვაჟებისთვის.+  9  შენი სახლისადმი მოშურნეობით ავენთე*;+შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა.+ 10  როცა თავი დავიმდაბლე და ვმარხულობდი,ამის გამო დამძრახეს; 11  როცა ჯვალოს სამოსით შევიმოსე,აბუჩად ამიგდეს. 12  კარიბჭეებთან მსხდომთა სალაპარაკო გავხდი,ლოთების სასიმღეროდ ვიქეცი. 13  შენს ყურს მისწვდეს ჩემი ლოცვაწყალობის ჟამს, იეჰოვა.+ ღმერთო, შენი დიდი სიყვარულით* მიპასუხედა მიჩვენე, რომ ნამდვილად შენ ხარ მხსნელი.+ 14  ამომიყვანე ჭაობიდან,შიგ რომ არ ჩავეფლო. მიხსენი ჩემს მოძულეთაგანდა ამომიყვანე ღრმა წყლიდან.+ 15  ნუ წამიღებს ნიაღვარი,+ნუ დავინთქმები წყლის სიღრმეშიდა ნურც ორმო შეკრავს პირს ჩემს თავს ზემოთ.+ 16  მიპასუხე, იეჰოვა, რადგან უნაკლო* და ურყევია შენი სიყვარული*.+ გადმომხედე, რადგან დიდად მოწყალე ხარ,+ 17  პირს ნუ მოარიდებ შენს მსახურს,+ სწრაფად მიპასუხე, რადგან გასაჭირი მადგას.+ 18  მომიახლოვდი და მომეშველე;მიხსენი ჩემი მტრებისგან. 19  შენ უწყი ჩემი შეურაცხყოფა, სირცხვილი და დამცირება.+ შენ ხედავ ყველა ჩემს მტერს. 20  შეურაცხყოფამ გული გამიტეხა, მოუშუშებელია ჩემი იარა. თანაგრძნობას ველოდი, მაგრამ არავინ აღმოჩნდა თანამგრძნობი,+ნუგეშს ველოდი, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ნუგეშისმცემელი.+ 21  საჭმელად საწამლავი მომცეს,+წყურვილის მოსაკლავად კი — ძმარი.+ 22  ხაფანგად ექცეთ თავიანთი სუფრადა მახედ — თავიანთი ბარაქა.+ 23  თვალთ დაუბნელდეთ, რომ ვეღარ ხედავდნენ;ფეხები აუკანკალე. 24  რისხვა დაატეხე მათ,შენი მძვინვარება ეწიოთ.+ 25  გაპარტახდეს მათი ბანაკი;ნუღარავინ იცხოვრებს მათ კარვებში,+ 26  რადგან მას დევნიან, ვისაც შენ დაჰკარი,გამუდმებით ლაპარაკობენ მათზე, ვისაც შენ მიაყენე ჭრილობა. 27  ყველა დანაშაულისთვის მოჰკითხე პასუხიდა მართლებად ნუ ჩათვლი მათ. 28  ამოიშალოს მათი სახელები სიცოცხლის წიგნიდან,+ნუ ჩაიწერებიან მართლების გვერდით.+ 29  დათრგუნული და ტკივილებით დატანჯული ვარ,+ შენი ძალით დამიფარე და დამიცავი, ღმერთო! 30  ვუგალობებ ღვთის სახელსდა სამადლობელი სიტყვებით განვადიდებ მას. 31  ამას უფრო მეტად მოიწონებს იეჰოვა, ვიდრე მოზვერს,ჩლიქებიან და რქიან მოზვერს.+ 32  დაინახავენ ამას თვინიერები და გაიხარებენ.ღვთის მაძიებელნო, გამოგიცოცხლდეთ გული! 33  იეჰოვა უსმენს გაჭირვებულებს,+ზურგს არ შეაქცევს ტყვედ წასხმულ თავის ხალხს.+ 34  აქოს იგი ცამ და მიწამ,+ ზღვამ და ყოველივემ, რაც მასშია. 35  ღმერთი იხსნის სიონს+ და აღადგენს იუდას ქალაქებს;ისინი დამკვიდრდებიან იქ და დაეპატრონებიან იმ მიწას. 36  მის მსახურთა შთამომავალნი დაიმკვიდრებენ მას,+მისი სახელის მოყვარულნი+ იცხოვრებენ იქ.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „მოშურნეობამ შემჭამა“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).