ფსალმუნები 137:1—9

  • ბაბილონის მდინარეების პირას მსხდომნი.

    • შეწყდა სიმღერები სიონზე (3, 4).

    • ბაბილონი მოისპობა (8).

137  ბაბილონის მდინარეების+ პირას ვისხედით და ვტიროდით, როცა ვიხსენებდით სიონს.+  2  ვერხვებზე ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები+მის შუაგულში.  3  ჩვენი დამატყვევებლები სიმღერას გვთხოვდნენ,+ჩვენი დამცინავები თავის შესაქცევად გვთხოვდნენ, გვიმღერეთო სიონზე რომელიმე სიმღერა.  4  როგორ ვიმღეროთ იეჰოვას სიმღერაუცხო მიწაზე?!  5  უწინ ჩემს მარჯვენას დაავიწყდეს საქმის კეთება,ვიდრე დაგივიწყო, იერუსალიმო!+  6  უწინ სასაზე მიმეკრას ენა,თუკი დაგივიწყო,თუკი იერუსალიმი არ ვაქციოჩემი სიხარულის წყაროდ!+  7  არ დაივიწყო, იეჰოვა,ედომელები რომ ამბობდნენ იერუსალიმის დაცემის დღეს, დაანგრიეთ, მიწასთან გაასწორეთო!+  8  მალე მოისპობი, ბაბილონის ასულო,+ბედნიერი იქნება, ვინც საკადრისს მოგიზღავსდა ისე მოგექცევა, როგორც შენ გვექცეოდი.+  9  ბედნიერი იქნება, ვინც შენს შვილებს შეიპყრობს,კლდეს მიანარცხებს და ბოლოს მოუღებს.+

სქოლიოები