ფსალმუნები 125:1—5
აღსავალი სიმღერა.
125 იეჰოვაზე მინდობილები+ ჰგვანან სიონის მთას,მარადიულსა და შეურყეველს.+
2 როგორც მთებია იერუსალიმის გარშემო,+ისეა იეჰოვა თავისი ხალხის გარშემო+ახლაც და მარადიულადაც.
3 აღარ დაჩაგრავს ბოროტი* მართალს მის სამკვიდროში,+რომ მართალს გულმა ავის საკეთებლად არ გაუწიოს.+
4 იეჰოვა, სიკეთეს ნუ დაუკავებ+კარგ და გულმართალ ხალხს.+
5 მათ კი, ვინც მრუდე გზას ადგება,იეჰოვა სიავის მქნელებთან ერთად მოაშორებს.+
მშვიდობა ისრაელს!
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „ბოროტის კვერთხი“.

