ფსალმუნები 88:1—18

  • ლოცვა სიკვდილისგან დახსნის შესახებ.

    • „სამარის პირას ვარ“ (3).

    • „ლოცვით მოგმართავ ყოველ დილით“ (13).

კორახის ძეების+ საგალობელი. გუნდის ხელმძღვანელს: მახალათი*, რიგრიგობით სამღერად. ეზრახელი ჰემანის+ მასქილი*. 88  იეჰოვა, ჩემო მხსნელო ღმერთო,+დღისით შემოგღაღადებდა ღამითაც შენ მოგიხმობ.+  2  შენს ყურს მისწვდეს ჩემი ლოცვა.+ყური მომაპყარი, როცა შველას გთხოვ.+  3  მრავალი უბედურება დამატყდა,+სამარის* პირას ვარ.+  4  უკვე მკვდრად ვარ შერაცხული;+დავუძლურდი,+  5  მკვდრებთან დამიდე ბინა;მას დავემსგავსე, ვინც მოკლეს და საფლავში წევსშენგან დავიწყებულიდა შენს მზრუნველ კალთას მოწყვეტილი.  6  შენ ჩამაგდე უღრმეს ორმოში,წყვდიადით მოცულ უფსკრულში.  7  რისხვა დამატეხე თავს+და შენი ზვირთებით წამლეკე. (სელა)  8  ნაცნობები ჩამომაშორე,+შეაძულე ჩემი თავი. მახეში გავები და თავი ვერ დამიღწევია.  9  გაჭირვებისგან თვალები დამებინდა.+ მთელი დღე შენ გიხმობ, იეჰოვა,+შენკენ აღვაპყრობ ხელებს. 10  განა სასწაულს მოახდენ მკვდართათვის?! განა წამოდგებიან გარდაცვლილები და შეგასხამენ ხოტბას?!+ (სელა) 11  განა ილაპარაკებენ შენს ურყევ სიყვარულზე* სამარეშიდა შენს ერთგულებაზე — ხრწნის ადგილას?! 12  განა გაიგებენ შენს სასწაულებზე წყვდიადშიან შენს სიმართლეზე — დავიწყებულთა ქვეყანაში?!+ 13  მაგრამ მე კვლავაც შენ გთხოვ შველას, იეჰოვა,+და ლოცვით მოგმართავ ყოველ დილით.+ 14  იეჰოვა, რატომ მაქცევ ზურგს?!+ რატომ მარიდებ პირს?!+ 15  ჩაგრული ვარ სიყრმიდანდა სიკვდილისთვის არაერთგზის ჩამიხედავს თვალებში;+ გახევებული ვარ, შენგან მრავალჭირნახული. 16  თავს დამატყდა შენი რისხვა,+შენგან მოვლენილი საშინელებები მიღებს ბოლოს. 17  მთელი დღე წყალივით მივლიან გარს,ყოველი მხრიდან* მესხმიან თავს. 18  შენ ჩამომაცილე მეგობრები და ახლობლები;+სიბნელე მექცა თანამგზავრად.

სქოლიოები

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „ერთბაშად“.