ფსალმუნები 97:1—12

  • იეჰოვა ყველა ღმერთზე აღმატებულია.

    • „გამეფდა იეჰოვა!“ (1).

    • „იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“ (10).

    • სინათლე მართალთათვის (11).

97  გამეფდა იეჰოვა!+ იხაროს დედამიწამ,+ იმხიარულონ კუნძულებმა!+  2  ღრუბლები და წყვდიადია მის ირგვლივ,+სიმართლესა და სამართლიანობაზე დგას მისი ტახტი.+  3  ცეცხლი მიდის მის წინ+და შთანთქავს ირგვლივ მის მოწინააღმდეგეებს.+  4  მისმა ელვამ გაანათა მიწა,ხედავს დედამიწა და კანკალებს.+  5  ცვილივით დნება მთები იეჰოვას,+მთელი დედამიწის უფლის წინაშე.  6  ზეცა აცხადებს მის სიმართლესდა ყველა ხალხი ხედავს მის დიდებას.+  7  შერცხვეს ყველა, ვინც კერპებს ემსახურება,+ვინც თავისი უსარგებლო ღმერთებით იკვეხნის.+ თაყვანი ეცით მას, ღმერთებო!+  8  ისმენს სიონი და ხარობს,+მხიარულობენ იუდას ქალაქებიშენი სამართლის გამო, იეჰოვა.+  9  იეჰოვა, შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე,ყველა ღმერთზე აღმატებული!+ 10  იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება.+ ის იცავს თავის ერთგულთა სიცოცხლეს;+ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.+ 11  სინათლემ გამოანათა მართალთათვის,+მხიარულების ჟამი დაუდგათ გულმართლებს. 12  გაიხარეთ იეჰოვათი, მართლებო,და მადლობდეთ მის წმინდა სახელს!

სქოლიოები