ფსალმუნები 45:1—17

  • ცხებული მეფის ქორწილი.

    • „მადლიანი სიტყვები იღვრება შენი ბაგიდან“ (2).

    • „ღვთისგანაა შენი ტახტი სამუდამოდ“ (6).

    • მეფე შეხარის დედოფლის სილამაზეს (11).

    • თავის ვაჟებს მთავრებად დანიშნავს მთელ დედამიწაზე (16).

გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. კორახის ძეების+ ფსალმუნი. მასქილი*. სასიყვარულო სიმღერა. 45  კარგი ამბავი მიხარებს გულს. ვამბობ: „ჩემი სიმღერა მეფეზეა!“+ დახელოვნებული გადამწერის+ კალამივით+ იყოს ჩემი ენა.  2  უმშვენიერესი ხარ კაცთა შორის, მადლიანი სიტყვები იღვრება შენი ბაგიდან;+ ამიტომაც გაკურთხა ღმერთმა სამარადისოდ.+  3  შეიბი მახვილი,+ ძლევამოსილო,+შემოისარტყლე ღირსებითა და სიდიადით.+  4  გამარჯვებისკენ ისწრაფე სიდიადით მოსილმა;+ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი+და შენი მარჯვენა შიშის მომგვრელ საქმეებს მოიმოქმედებს.  5  შენი ბასრი ისრები მეფის მტრებს გულში ესობა;+განგმირულნი ეცემიან შენ წინ ხალხები.+  6  ღვთისგანაა შენი ტახტი* სამუდამოდ, მარადიულად.+შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია.+  7  შენ შეიყვარე სიმართლე+ და შეიძულე ბოროტება.+ ამიტომაც გცხო ზეთი+ ღმერთმა, შენმა ღმერთმა, და შენს მოძმეებზე მეტი სიხარული გიბოძა.+  8  შენი ტანსაცმელი ზმირინის, ალოესა და კასიის სურნელებას აფრქვევს;სიმებიანი საკრავები გამხიარულებენ სპილოს ძვლის დიდებული სასახლიდან.  9  მეფეთა ასულები არიან შენს პატივდებულ ქალთა შორის. დედოფალი დამდგარა შენ მარჯვნივ, ოფირის ოქროთი შემკული.+ 10  მოისმინე, ასულო, დაუკვირდი და ყურად იღე;დაივიწყე შენი ხალხი და მამაშენის სახლი. 11  მეფე შეხარის შენს სილამაზეს,რადგან ის არის შენი ბატონი,პირქვე დაემხვე მის წინაშე. 12  ტვიროსის ასულიც გეახლება ძღვნით;უმდიდრესი ხალხი შენი გულის მოგებას მოიწადინებს. 13  მეფის ასული საუცხოოდაა მოკაზმული მის სასახლეში,მისი სამოსი ოქროთია შემკული. 14  ნატიფად ნაქსოვ სამოსელში* გამოწყობილს მიჰგვრიან მას მეფეს. შენ წინაშე მოიყვანენ მის მხლებელ ქალწულებს. 15  ზარ-ზეიმით მოგიყვანენ მათ;მეფის სასახლეში შევლენ ისინი. 16  შენი წინაპრების ადგილს შენი ვაჟები დაიკავებენ; მთავრებად დანიშნავ მათ მთელ დედამიწაზე.+ 17  შენს სახელს გავაცხადებ თაობიდან თაობაში,+ რის გამოც ხოტბას შეგასხამენ ხალხები სამუდამოდ, მარადიულად.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ღმერთია შენი ტახტი“.
ან შესაძლოა: „მოქარგულ მოსასხამში“.