ფსალმუნები 60:1—12
გუნდის ხელმძღვანელს: „შროშანი შეხსენებისა“. მიქთამი*. სასწავლებლად. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა არამ-ნაჰარაიმელებსა და არამ-ცობელებს ებრძოდა, იოაბი კი დაბრუნდა და მარილოვან ველზე 12 000 ედომელი მოკლა.+
60 ღმერთო, შენ ზურგი გვაქციე და დაგვფანტე.+
შენ განგვირისხდი, ახლა კი, გთხოვ, კვლავ მიგვიღე!
2 შენ შეარყიე მიწა და დახეთქე.
სადაცაა ჩამოიშლება, ამოავსე მისი ბზარები!
3 გასაჭირში ჩაყარე შენი ხალხი;
ღვინო გვასვი და ვბარბაცებთ.+
4 გთხოვ, აღმართე* შენს მოშიშთათვის ნიშანი,რათა მას მიაშურონ და გაექცნენ მოზიდულ მშვილდს. (სელა)
5 გვიხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე,რათა გადარჩეს შენი საყვარელი ხალხი.+
6 ღმერთმა თქვა თავისი სიწმინდით*:
„გავიხარებ და შექემს მივცემ სამკვიდროდ ჩემს ხალხს+და სუქოთის ველს მივუზომავ.+
7 ჩემია გალაადიც და მენაშეც,+ეფრემი მუზარადივით მხურავს,იუდა კი მთავრის კვერთხივით მიპყრია.+
8 მოაბი ჩემი დასაბანი ჭურჭელია.+
ედომზე მოვისვრი ჩემს სანდალს.+
გამარჯვების ყიჟინას დავცემ ფილისტიმს“.+
9 ვინ მიმიყვანს ალყაშემორტყმულ* ქალაქამდე?!
ვინ წამიძღვება ედომამდე?!+
10 განა შენ არ გვაქციე ზურგი, ღმერთო,ჩვენო ღმერთო, და აღარ მიუძღვი ჩვენს ლაშქარს?!+
11 დაგვეხმარე გაჭირვების ჟამს,რადგან ვერ გვიხსნის კაცი.+
12 ღმერთი მოგვცემს ძალას+და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს!+
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ან შესაძლოა: „შენ აღმართული გაქვს“.
^ ან შესაძლოა: „თავის წმინდა სამყოფელში“.
^ ან შესაძლოა: „გამაგრებულ“.

