ფსალმუნები 17:1—15
დავითის ლოცვა.
17 იეჰოვა, შეისმინე ჩემი ვედრება და გამიჩინე სამართალი,ყურად იღე ჩემი მუდარა!ისმინე ჩემი ლოცვა, სიწრფელით წარმოთქმული.+
2 გამიჩინე სამართალი,+დაე შენმა თვალებმა იხილოს სიმართლე!
3 შენ იკვლევ ჩემს გულს და მამოწმებ ღამით,+შენ ხარ ჩემი განმწმენდელი.+გამომიკვლევ და ნახავ, რომ ცუდი არაფერი განმიზრახავსდა არ შემიცოდავს ბაგეებით.
4 სხვამ ის აკეთოს, რაც უნდა,მე კი შენი სიტყვისამებრ ვივლი და ყაჩაღთა გზებს არ გავეკარები.+
5 შენს გზაზე მატარე,რათა არ წავბორძიკდე.+
6 ღმერთო, შენ მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.+
ყური მომაპყარი, შეისმინე ჩემი სიტყვები.+
7 საოცარი საქმეებით წარმოაჩინე შენი ურყევი სიყვარული*,+იმ ხალხის მხსნელო, შენს მარჯვენასთან რომ ეძებს თავშესაფარსმათგან თავდასაცავად, ვინც გეურჩება.
8 თვალის გუგასავით გამიფრთხილდი+და შენი ფრთების ჩრდილს შემაფარე.+
9 დამიფარე ბოროტთაგან, თავს რომ მესხმიან,მოძულეთაგან, გარს რომ მერტყმიან.+
10 უგრძნობნი გახდნენ;ამპარტავნულად ლაპარაკობენ.
11 ახლა გარს გვერტყმიან;+შემთხვევას უცდიან, რომ ძირს დაგვცენ.
12 თითოეული მათგანი მსხვერპლის დასაფლეთად გამზადებულ ლომს ჰგავს,სამალავში ჩასაფრებულ ლომს.
13 წამოიმართე, იეჰოვა, რომ წინ აღუდგე ბოროტს+ და სძლიო.შენი მახვილით დამიხსენი მისგან.
14 იეჰოვა, შენი ხელით მიხსენიამქვეყნიური ხალხისგან, დღევანდელი დღით რომ ცხოვრობენ,+შენგან რომ აქვთ უხვი საბოძვარი+და ქონებას უტოვებენ მრავალრიცხოვან მემკვიდრეებს.
15 ჩემი სიმართლით ვიხილავ შენს სახეს;კმაყოფილებას მგვრის შენ წინაშე გამოღვიძება.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

