ფსალმუნები 26:1—12

  • უმწიკვლოდ სიარული.

    • „შემამოწმე, იეჰოვა“ (2).

    • ბოროტთაგან თავის შორს დაჭერა (4, 5).

    • „გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს“ (6).

დავითის ფსალმუნი. 26  განმსაჯე, იეჰოვა, რადგან უმწიკვლოდ* დავდივარ;+იეჰოვაზე ვარ მინდობილი, ურყევია ჩემი ნდობა.+  2  შემამოწმე, იეჰოვა, და გამომცადე,გამოიკვლიე ჩემი გული და ფიქრები*.+  3  ყოველთვის თვალწინ მიდგას შენი სიკეთე*და შენი ჭეშმარიტებით დავდივარ.+  4  ცრუ ხალხთან არ ვიჭერ საქმეს+და თვალთმაქცებს თავს ვარიდებ.  5  მძულს უკეთურთა კრებული+და ბოროტებთან არ ვიჭერ საქმეს.+  6  უდანაშაულობის ნიშნად დავიბან ხელსდა გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, იეჰოვა,  7  რათა გაისმას ჩემი მადლიერების სიტყვები+და გავაცხადო შენი საოცარი საქმეები.  8  იეჰოვა, მიყვარს შენი სახლი, შენი სამყოფელი,+შენი დიდების სამკვიდრო.+  9  ნუ დამღუპავ ცოდვილებთან ერთად,+ნურც სიცოცხლეს წამართმევ მოძალადეებთან ერთად, 10  სამარცხვინო საქმეებს რომ სჩადიანდა ხელი ქრთამით აქვთ სავსე. 11  მე კი უმწიკვლოდ* ვივლი. მიხსენი და წყალობა მიყავი. 12  ფეხს ვაკეზე დავდგამ;+დიდ კრებულში შევასხამ იეჰოვას ხოტბას.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „თირკმელები“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).