ფსალმუნები 52:1—9
გუნდის ხელმძღვანელს. მასქილი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა ედომელი დოეგი მივიდა საულთან და უთხრა, რომ დავითი ახიმელექის სახლში იყო მისული.+
52 რატომ იკვეხნი შენი ბოროტებით, ძლევამოსილო?+
ღვთის ურყევი სიყვარული* მთელი დღე ვლინდება.+
2 სამართებელივით გაქვს ალესილი ენა,+სიავეს იზრახავს და სიცრუეს ამბობს.+
3 სიკეთეზე მეტად ბოროტება გიყვარსდა სიმართლეზე მეტად — სიცრუის ლაპარაკი. (სელა)
4 გიყვარს საზიანო სიტყვებით საუბარი, ცბიერო ენავ!
5 ღმერთი დაგცემს ერთხელ და სამუდამოდ;+ხელს გტაცებს და გამოგათრევს შენი კარვიდან;+ამოგძირკვავს ამ ცისქვეშეთიდან!+ (სელა)
6 მართლები დაინახავენ ამას და შეეშინდებათ,+ დასცინებენ მას.+
7 „აი კაცი, რომელიც ღმერთს არ აფარებდა თავს,+თავის სიმდიდრეზე ამყარებდა იმედს+და თავის მზაკვრულ ზრახვებზე იყო დანდობილი“.
8 მე კი ფოთოლხშირი ზეთისხილის ხესავით ვიქნები ღვთის სახლში.ღვთის ურყევ სიყვარულზე* დავამყარებ იმედს+ სამუდამოდ, მარადიულად.
9 მარადიულად შეგასხამ ხოტბას შენი საქმეებისთვის;+შენს ერთგულთა თვალწინ
შენს სახელზე ვიქნები დაიმედებული,+რადგან შეუდარებელია* ის.
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

