ფსალმუნები 67:1—7
გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. საგალობელი.
67 ღმერთო, შენ წყალობას გვიყოფ და გვაკურთხებ;შენი სახის ნათელს მოგვაფენ,+ (სელა)
2 ცნობილი რომ გახდეს შენი საქმეები მთელ დედამიწაზე,+გაიგონ ერებმა, რომ შენ ხარ მხსნელი.+
3 ხოტბა შეგასხან ხალხებმა, ღმერთო,ყველამ შეგასხას ხოტბა!
4 გაიხარონ ერებმა და სიხარულით იყიჟინონ,+რადგან სამართლიანად გაასამართლებ ხალხებს.+
შენ წაუძღვები ერებს. (სელა)
5 ხოტბა შეგასხან ხალხებმა, ღმერთო,ყველამ შეგასხას ხოტბა!
6 დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს;+გვაკურთხებს ღმერთი, ჩვენი ღმერთი.+
7 გვაკურთხებს ღმერთიდა მისი შიში შეიპყრობს ყველას დედამიწის კიდით კიდემდე.+

