ფსალმუნები 95:1—11
95 მოდით, სიხარულით შევძახოთ იეჰოვას!
სიხარულით შევყიჟინოთ ჩვენს კლდესა და მხსნელს!+
2 წარვდგეთ მის წინაშე და მადლობა შევწიროთ;+ვუგალობოთ და სიხარულით შევყიჟინოთ მას!
3 დიდებული ღმერთია იეჰოვა,დიდებული მეფეა, ყველა ღმერთზე აღმატებული.+
4 მის ხელშია მიწის სიღრმეები,მისია მთათა მწვერვალებიც;+
5 მისია ზღვა, თავად რომ შექმნა;+მისმა ხელმა გამოსახა ხმელეთი.+
6 მოდით, თაყვანი ვცეთ და პირქვე დავემხოთ მის წინაშე;მუხლი მოვიყაროთ იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის წინაშე!+
7 ის არის ჩვენი ღმერთი,ჩვენ კი მისი ხალხი ვართ,მისი ფარის ცხვარი.+
დღეს, თუ ჩემს ხმას მოისმენთ,+
8 ნუ გაჯიუტდებით როგორც მერიბასა*+და მასაში*, უდაბნოში,+
9 როცა თქვენმა მამა-პაპამ გამომცადა;+გამომცადეს, არადა, ნანახი ჰქონდათ ჩემი საქმეები.+
10 მძულდა ეს თაობა 40 წელი, ვთქვი:
„თავნება ხალხია, საკუთარ გულისთქმებს აყოლილი,არ შეუცნიათ ჩემი გზები“.
11 განვრისხდი და დავიფიცე,
ვერ დაიმკვიდრებენ-მეთქი მოსასვენებელ ადგილს*.+

